დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა -სუს-ი

დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე აღნიშნეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტრდაზვერვით და შესაბამის ოპერატიულ ღონისძიებებს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების გამოვლენისა და მათი სხვადასხვა დანაშაულში მხილების მიზნით.

ამ მიმართულებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება.

ბრალდებული პირი, ამავდროულად, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. კერძოდ, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით, სანოტარო მოქმედების შესრულების გზით, მესამე პირისთვის საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვის უფლების მინიჭება სცადა.

მოცემულ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 19, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, დააკავეს დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, იძებნება მამა - ისიც საქართველოს მოქალაქეა - პოლონური მედია
ამირან სალუქვაძე: 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!
,, ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში სინანული არ მოგვისმენია ''- გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა
სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დააკავეს პირები, რომელთაც გარდაცვლილი სტუმრის ცხედარი ტყეში დატოვეს - შსს
2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში რჩება
შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს: ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აფგან სადიგოვზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
პროკურატურამ ქრთამის აღებისთვის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა -სუს-ი