ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი
სხვადასხვა ტელევიზიაში ვნებათაღელვა შეიმჩნევა, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. გეტყვით: ის იქნება, ვისაც სინოდი აირჩევს. ბევრი ჩამოყალიბებულია, ვინ უნდა იყოს, თუმცა ეს სულიწმინდის გადასაწყვეტია. ამ საქმეში არავის აქვს ჩარევის უფლება, გარედან მსგავსი „მკითხაობა" ზედმეტია. ვისაც ხმას მივცემთ, ის აუცილებლად იქნება არჩეული და ნებისმიერი მათგანი ღირსეული პატრიარქი იქნება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა.
მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისგან განსხვავებით, მომავალ პატრიარქს განსაკუთრებულად დასჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა.
„სინოდში 39 ეპისკოპოსი დავრჩით, ადრე ბევრნი ვიყავით და უნდა შევძლოთ, რომ ერთობა, ერთსულოვნება გვქონდეს და ვემსახუროთ ღმერთს. უწმინდესმა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი კარგად დაინახა, მან ძლიერი სინოდი დაგვიტოვა, ნახავთ, ყველანაირ ქარტეხილს გადავივლით, არავის არ ჩავრევთ.
ვინმე თუ მოინდომებს ჩარევას, შინ თუ გარეთ, მოუვა ის, რაც იმ იმპერიებს, რომლებიც ჩვენთან ერეოდნენ. კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ ეს სამკითხაო არ არის. სამღვდელოებასაც ძალიან ვთხოვ, ნუ ამატებენ ზედმეტ ვნებათაღელვას. დაგვაცადონ, მივიღოთ ის გადაწყვეტილება, ყველას რომ გაახარებს. მთავარია, შემდეგ ყველა ჩავდგეთ ღვთის სამსახურში, დავეხმაროთ ერთმანეთს მძიმე ტვირთის და მძიმე ჯვრის ტვირთვაში. ეს მძიმე ჯვარი, როცა უფალი გაძლევს, მსუბუქი ხდება, უფალი გეხმარება და თუ ძალით დაიმძიმე, თუ არ გეკუთვნის, რთული იქნება. ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მერწმუნეთ, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის დახმარება, არც ოპოზიციის. ყველაფერი უფლისგან იქნება. ღმერთი თუ გვიყვარს, თუ გვაქვს პატრიარქის სიყვარული, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ჭეშმარიტ ქრისტიანს.
გუშინაც სინოდზე ვიყავით. ძმები შევიკრიბეთ, გავიარეთ საკითხები. გარეთ ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. სამი ღირსეულ კანდიდატს გამოვარჩევთ და მათგან კიდევ ღირსეულს ავარჩევთ. ვისაც არ ავარჩევთ, ისინიც ღირსეული იქნებიან, ვისაც არ გვინდა პატრიარქობა, ყველა ღირსეულია, მერწმუნეთ. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნება პატრიარქობა ჩვენი პატრიარქის შემდეგ, თუ გვერდში არ დაგიდგებიან. უწმინდესმა ბოლო წლებში გვასწავლა ერთად დგომა. როდესაც მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია, ყველა საკითხს ერთად გავდიოდით ხოლმე. თავდაპირველად შედარებით შეზღუდული რაოდენობის მღვდელმთავრები ვიყავით, შემდეგ გაიზარდა, ყველას შეეძლო, აზრი გამოეხატა, ამიტომ ერთმანეთისთვის უცხოები აღარ ვართ. მიგვაჩვია და მხოლოდ სინოდზე არ ვხვდებოდით, ხშირად ვიკრიბებოდით, ძმობა და მეგობრობა გვაქვს ერთმანეთთან. არ იქნება არავითარი დაპირისპირება. გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს ეკლესია და ყველანი შევუდგებით ღირსეულ მსახურებას. უწმინდესის პერიოდში ჩვენი არასწორი საქციელებიც კომპენსირდებოდა უწმინდესის პიროვნებით, ახლა ასე აღარ გამოვა, ყველამ საკუთარ თავს სხვანაირად მოვთხოვოთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მსგავსი სიახლეები
მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
"თბილისი ენერჯი" - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი
სინოდში ერთობაა, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს -მეუფე სპირიდონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეები შეემატა
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
4 აპრილის ამინდის პროგნოზი
„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება
სამი კომისია ჩამოყალიბდა - სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო,''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, სამების ტაძარში გაიმართება
4 და 5 აპრილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში „საკურას ყვავილობის დღეები“ გაიმართება
ტერიტორიული პრინციპით პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება