ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
მთლიანობაში, ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, დენი და შესაბამისი გაზი ერთად რომ ავიღოთ, ჩვენ 8 თვის განმავლობაში ვართ არსებითად დამოკიდებული იმპორტზე და ამ თვეების განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე უკვე აღწევს დაახლოებით 42%-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მდგომარეობა არ არის კარგი და იმპორტი მზარდია.
„იმპორტი მზარდია. რომ ავიღოთ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, წლების წინ, 2016 წლამდე საშუალო მაჩვენებელი იყო 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე, თუმცა თუ ამას დავამატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშრებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოსადგურს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ექსპორტს, შესაძლებელია, ქვეყნიდან 7-ჯერ გაიზარდოს ელექტროენერგიის ექსპორტი.
„ჩვენი ქვეყნიდან, ჯამურად რომ ავიღოთ დენი და შესაბამისი გაზი, გადის წელიწადში 191 მილიონი დოლარი. ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და 7-ჯერ შეგვიძლია, გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება ზოგადა ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი