,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი

ელექტროენერგეტიკის სფეროში  დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას  სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და  სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული. 

„რაც შეეხება იმპორტზე დამოკიდებულებას, ელექტროენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო და აქ, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობისგან და სხვა დარგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობას აქვს ბევრად მეტი ფასი, ვიდრე სხვა დარგებში. აქ 90% არ არის ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეალურად, არის 71%, იმიტომ, რომ მთლიანობაში რომ ავიღოთ დენის იმპორტი და პლუს შესაბამისი გაზის იმპორტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ჯამში დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%. კრიტიკულ თვეებში, 8 თვის განმავლობაში არის დამოკიდებულება 42%. ეს, რეალურად,  სტრატეგიული დამოკიდებულებაა იმპორტზე, რაც საჭიროებს ცვლილებას. სურსათზე დამოკიდებულება ბევრად უფრო მარტივი საკითხია, იმიტომ, რომ სურსათის იმპორტი შეიძლება განახორციელო სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო დივერსიფიცირებულია ამ შემთხვევაში იმპორტის წყაროები. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ ძალიან ვიწრო წრეზე, სუბიექტების, ქვეყნების. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგეტიკის სფეროში  დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში. ამიტომ ვართ განსაკუთრებით ორიენტირებული იმაზე, რომ აქ ვიყოთ 100%-ით თვითკმარი, ანუ ნულამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც არის საშვილიშვილო საქმე. ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა. სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული. რაც შეეხება არსებულის მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ესეც არის გეგმის ნაწილი. მაგრამ, მაგალითად რომ ავიღოთ არსებული დიდი ჰესები და იქ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, მაქსიმუმს ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ყველგან არა, 20%-ით შეიძლება გააუმჯობესო, გაზარდო გენერაციის მასშტაბი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს არ არის ალტერნატივა ახალი ჰესების მშენებლობისთვის და სხვა მიმართულებით გეგმების განხორციელებისთვის. რაც შეეხება მოხმარების ზრდას, საშუალო მაჩვენებელი არის 3.7% და ეს არის პროგნოზი მომდევნო წლებისთვისაც. ბუნებრივია, ესეც გეგმის ნაწილია. საორიენტაციო მაჩვენებლები, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ჩვენი გეგმის შედგენის ერთ-ერთი საფუძველი. რაც შეეხება მაინინგს. გეთანხმებით, რომ აქ არის პრობლემები და ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ბატარეები - ესეც  ჩვენი გეგმის ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დიდი ჰესების თემას, ანუ მარეგულირებელი, სტრატეგიული ჰესების თემას, აქ ძალიან მარტივად, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე ჩაღრმავებაც არ სჭირდება ამას, თუ ზედაპირულად თუნდაც გავაანალიზებთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესს, ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება. ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას", -  განაცხადა პრემიერმა.ელექტროენერგეტიკის სფეროში  დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ელექტროენერგიის იმპორტის ნულამდე დაყვანას  სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა და  სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული. 

„რაც შეეხება იმპორტზე დამოკიდებულებას, ელექტროენერგია არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სფერო და აქ, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობისგან და სხვა დარგებისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობას აქვს ბევრად მეტი ფასი, ვიდრე სხვა დარგებში. აქ 90% არ არის ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეალურად, არის 71%, იმიტომ, რომ მთლიანობაში რომ ავიღოთ დენის იმპორტი და პლუს შესაბამისი გაზის იმპორტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ჯამში დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%. კრიტიკულ თვეებში, 8 თვის განმავლობაში არის დამოკიდებულება 42%. ეს, რეალურად,  სტრატეგიული დამოკიდებულებაა იმპორტზე, რაც საჭიროებს ცვლილებას. სურსათზე დამოკიდებულება ბევრად უფრო მარტივი საკითხია, იმიტომ, რომ სურსათის იმპორტი შეიძლება განახორციელო სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო დივერსიფიცირებულია ამ შემთხვევაში იმპორტის წყაროები. ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხარ ძალიან ვიწრო წრეზე, სუბიექტების, ქვეყნების. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგეტიკის სფეროში  დამოუკიდებლობას ბევრად უფრო დიდი ფასი აქვს, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე სხვა სფეროებში. ამიტომ ვართ განსაკუთრებით ორიენტირებული იმაზე, რომ აქ ვიყოთ 100%-ით თვითკმარი, ანუ ნულამდე დავიყვანოთ ელექტროენერგიის იმპორტი, რაც არის საშვილიშვილო საქმე. ამას სჭირდება კონკრეტული გეგმა, ამას სჭირდება, მათ შორის, დიდი ჰესების მშენებლობა. სხვანაირად ეს მიზანი ვერ იქნება შესრულებული. რაც შეეხება არსებულის მოდერნიზებას, რა თქმა უნდა, ესეც არის გეგმის ნაწილი. მაგრამ, მაგალითად რომ ავიღოთ არსებული დიდი ჰესები და იქ კონკრეტული სამუშაოების ჩატარება, მაქსიმუმს ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევებში, ისიც ყველგან არა, 20%-ით შეიძლება გააუმჯობესო, გაზარდო გენერაციის მასშტაბი, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი, არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ამიტომ, ეს არ არის ალტერნატივა ახალი ჰესების მშენებლობისთვის და სხვა მიმართულებით გეგმების განხორციელებისთვის. რაც შეეხება მოხმარების ზრდას, საშუალო მაჩვენებელი არის 3.7% და ეს არის პროგნოზი მომდევნო წლებისთვისაც. ბუნებრივია, ესეც გეგმის ნაწილია. საორიენტაციო მაჩვენებლები, საპროგნოზო მაჩვენებლები არის ჩვენი გეგმის შედგენის ერთ-ერთი საფუძველი. რაც შეეხება მაინინგს. გეთანხმებით, რომ აქ არის პრობლემები და ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ბატარეები - ესეც  ჩვენი გეგმის ნაწილია. ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ დიდი ჰესების თემას, ანუ მარეგულირებელი, სტრატეგიული ჰესების თემას, აქ ძალიან მარტივად, თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით და ბოლომდე ჩაღრმავებაც არ სჭირდება ამას, თუ ზედაპირულად თუნდაც გავაანალიზებთ ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესს, ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული დიდი ჰესების მშენებლობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე არის ძალიან მარტივი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება. ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას", -  განაცხადა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი