ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია

ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება, სწორედ ამიტომ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად დავიწყეთ მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს წინასწარ განსაზღვრული ძალიან მკაფიო ხედვა,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მოქალაქეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდეთ.
„სამინისტროში არის სპეციალისტების გუნდი, კონკრეტულად დარგის სპეციალისტების გუნდი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უფრო ფართოდ არის გასაშლელი, ბუნებრივია, მსჯელობა და ღირებული იქნება გარე ექსპერტული ჩართულობა. ამას მხოლოდ მივესალმებით, ჩვენი სურვილი და ინტერესია, რომ მაქსიმალურად გაფართოვდეს იმ ადამიანების წრე, რომლებიც ამ გეგმის შემუშავებასა და დამუშავებაში იქნებიან ჩართულები. რაც შეეხება დიდ ჰესებსა და ზოგადად ჰესებს, ეს არის პრობლემის მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიტომ ეს უნდა იყოს, ბუნებრივია, საერთო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა მხედველობის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს არც გეგმის სხვა კომპონენტები. „ენგურჰესი" არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და ამაზე აქტიურად არის სამუშაო. რაც შეეხება წარსულში არსებულ ხარვეზებს, ამაზე ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობთ. ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, რამაც შეაფერხა ქვეყანაში სექტორის განვითარება და თუ ავიღებთ რამდენიმე წლის მონაცემებს, სექტორის განვითარების მაჩვენებლები არ არის სახარბიელო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სერიოზულობით მოვეკიდეთ ამ საქმეს და ამიტომ დავიწყეთ ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად მუშაობა ელექტროენერგიის გეგმის შემუშავებაზე, ისევე როგორც ზოგადად ენერგეტიკის მიმართულებით გეგმის შემუშავებაზე და გვინდა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ძალიან მკაფიო ხედვა, წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ხედვა, რომლის მიხედვითაც, 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა, ეს ეხება როგორც დენს, ისე გაზს და, ასევე, ნავთობის მიმართულებას. რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც არის დასახლებებში, ზოგადად ქვეყნის მასშტაბით. ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა მოგვცემს აქ ვითარების არსებითად გაუმჯობესების შესაძლებლობას, რისი საშუალებაც არ იყო წინა წლებში. ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია და ტარიფის გადახედვა ჩვენ გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ზოგადად, იგეგმება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობაში, ახალი ხაზების მიმართულებით ჯამური ტრასის სიგრძე, გეგმის თანახმად, იქნება 855 კმ. რაც შეეხება ძველის რეაბილიტაციას, აქ დაგეგმილია 605 კმ პროექტების განხორციელება. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ კონკრეტულ გეგმას გავყვეთ. კომპლექსურია გამოწვევები, რომლებიც გვაქვს და რომლებიც დაგროვდა და ამ კომპლექსურ გამოწვევებს სჭირდება კომპლექსური გეგმით დაპირისპირება. გამოვხატავ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ყველასთან ამ გეგმის შემდგომი დამუშავების პროცესში. „შავ ხვრელებს" რაც შეეხება, ყველა მიმართულებით არის დანაკარგები, გაზსადენებში, მილსადენებში, ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და ამიტომ გვინდა, გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომლებიც ყველა ამ გამოწვევას უპასუხებს,"- აღნიშნა პრემიერმა. 





მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი