„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი

 

 

„თითოეულ ენერგეტიკულ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს როგორც სწორი ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი ბალანსი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა,.

 

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ენერგეტიკული პროექტების განვითარება კომპლექსურ დაგეგმვასა და მრავალეტაპიან პროცესს მოიცავს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გაძლიერებული მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

 

„მნიშვნელოვანია ყველა პროექტის განვითარების კუთხით პროცესებს საკმაოდ კომპლექსურად შევხედოთ. უმნიშვნელოვანესია პროცესის დაგეგმარებაც. საკმაოდ ბევრი ცვლილება განხორციელდა გასული თვეების განმავლობაში,  რაც, მათ შორის,  პირველ რიგში, გულისხმობს პროექტების განვითარების მონიტორინგს, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის, მოსახლეობისთვის, მათ შორის ინვესტორისთვის და ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით,  როდესაც ინვესტორი აკეთებს ინიციატივას, იწყება კვლევის რეჟიმი, რომელიც  გულისხმობს საკვლევი არეალის საკმაოდ კომპლექსურ და სიღრმისეულ მოკვლევას და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კვლევამ აჩვენა პროექტის მიზანშეწონილობა არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ გარემო პირობების გათვალისწინებით, პროექტი გადადის სამშენებლო ეტაპზე. მინისტრის თქმით, ენერგეტიკული პროექტები ექსპლუატაციაში მხოლოდ სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ გადადის და ენერგოსისტემას უერთდება, ხოლო მათი მრავალფეროვნების მიუხედავად, თითოეული პროექტი საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას.

 

„რა თქმა უნდა, პროექტები თავისი შინაარსით განსხვავდება, ისევე როგორც მასშტაბითაც  - არსებობს მცირე ჰესები, საშუალო ზომის ჰესები, ისევე როგორც მსხვილი ჰესები,  არსებობს მზის ელექტროსადგურები, ქარის სადგურები და თითოეულ ამ პროექტს სჭირდება თავისი მნიშვნელოვანი კვლევა იმისთვის, რომ იყოს ძალიან სწორი ბალანსი", - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში კრიტიკულია როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის პასუხისმგებლობა და ყველა პროცედურის სრულყოფილად შესრულება, მათ შორის გზშ-ს ეტაპზე საჯარო განხილვები.

 

„ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა აშენდეს, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება, რაც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ