ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული

 

სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნამახვანი" არის მძიმე, შავი ლაქა უახლეს ისტორიაში.

„როდესაც ენერგეტიკაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფომაც აჩვენა სისუსტე სხვადასხვა მიმართულებით, ასევე იყო ძალიან მძიმე საბოტაჟი, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა. პოლიტიკური შეფასებით, ეს იყო ცალსახად საბოტაჟი, თუ ამას სამართლებრივი შეფასებაც მიეცემა, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე.
რაც შეეხება „ენჯეოებს", მინდა, გავიხსენო კონკრეტული ორი „ენჯეო", რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული პროტესტში. ეს იყო საია, EMC, ეს ორი ორგანიზაცია, რომელიც სხვა მიმართულებითაც ღია იყო შემჩნეული სახელმწიფოს საწინააღმდეგო, მტრულ საქმიანობაში და ისინი პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური წყაროებისგან. მათ ეწოდებოდათ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი იყვნენ უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები, რადგან პირდაპირ ფინანსდებოდნენ უცხოური მთავრობების მიერ, უცხოური წყაროებიდან. რაც შეეხება სახალხო პროტესტს, საუბარი იყო, რომ ყველანაირი სახალხო პროტესტი არის ჩვენთვის მიუღებელი, ამაში ვერ დაგეთანხმებით. პროტესტი როდესაც არის ბუნებრივი, ის მართლა სახალხოა ხოლმე. ჩვენ არაერთხელ გაგვითვალისწინებია სახალხო პროტესტის მოთხოვნები, მაგრამ სახალხო პროტესტი არ არის ის, როდესაც 150 კაცი კეტავს რუსთაველის გამზირს 300 დღის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ამის საპირისპიროდ მიღებული იქნა კანონები, რომლებსაც  დღეს უწოდებენ რეპრესიულ კანონებს. რა შუაშია აქ რეპრესიები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ყველას აქვს პროტესტის უფლება საქართველოში, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესებიც არის დაცული.

„სადაც კანონი იცავს სახელმწიფო ინტერესებს, თქვენ იმას უწოდებთ რეპრესიულ კანონმდებლობას, რაც არ არის მართებული. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ რეალური სახალხო პროტესტი და საბოტაჟის მცდელობები, მათ შორის ფინანსური შანტაჟის მცდელობები. სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, რომელსაც ექნება კონკრეტული საფუძველი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველას ვპირდებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული, მაგრამ სადაც იქნება საბოტაჟის, შანტაჟის, თუ გამოძალვის მცდელობა, იქ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაქცია", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი