მეუფე დანიელი - დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ
პატრიარქმა გაგვიკვალა გზა სიწმინდისა და ჭეშმარიტებისკენ. რომ გავყვეთ გზას, რომელსაც სამეუფო გზა ეწოდება, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. სინოდის ამჟამინდელი მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევს სინოდი - ის იქნება ღვთის რჩეული და მას ყველანი უნდა მივესალმოთ, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, სინოდის არცერთი წევრი არ ეძებს საკუთარ ინტერესს, არამედ ეძებს ღვთის ნებას.
„გაგვიხარდება ნებისმიერი პიროვნება. თამამად შემიძლია ვთქვა, სინოდში ნებისმიერი პიროვნება დღეს არის მზად, გააგრძელოს პატრიარქის გზა. მთელი სინოდი ვართ ერთსულოვანი. არ იყო საკითხი, სადაც რაიმე გართულება გვქონდა. განსხვავებული აზრი როცა არის და ამის გამო არ არის უხერხულობა, ეს არის მაღალი დონე, ეს არის ერთსულოვნება, ეს არის გამარჯვება ადამიანურ, სუბიექტურ განწყობაზე, რომელიც ადვილი დასაძლევი არ არის. ჩვენ გვქონდა ეს ერთსულოვნება. შეიძლება, ზოგჯერ მოსაზრების გამოთქმისას ემოციური ვყოფილიყავით, მაგრამ არა ერთმანეთის მიმართ. ჩვენი სურვილია, ჩვენი განცდები მივწვდეთ ღვთის ნებას, როგორც ეს გვესახება. ყველაფერი იქნება სულიწმიდის კარნახით, ამაში დარწმუნებული ვართ", - განაცხადა მეუფე დანიელმა.
მიტროპოლიტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ სუბიექტური აზრები არ იყოს კატეგორიული.
„ყველას გვაქვს უფლება, გვქონდეს შეხედულება, მაგრამ არა კატეგორიული. ერთი შეხედულების მქონე საზოგადოების ნაწილმა, მეორე შეხედულების მქონე საზოგადოების მიმართ არ უნდა გამოთქვას უნდობლობა, არ უნდა გამოხატოს ეჭვი, რომ ეს არის ადამიანი და ჩემი არის ღვთაებრივი. ეს ნიშნავს გარკვეულ უხერხულობაში, დაპირისპირებაში შესვლას. უხილავი ძალა ცდილობს, ეს მოხდეს და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სინოდში ეს დაცულია, მაგრამ ერიც მოქმედებს, ერის მდგომარეობას შეუძლია, დაგვეხმაროს ან პირიქით, დაამძიმოს. ჩვენი თხოვნაა ერისადმ: გავერთიანდეთ ლოცვაში, ურთიერთ პატივისცემაში. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სინოდმა, გვწამდეს, ეს არის სულიწმიდის კარნახი. ყველანი პატრიარქის შვილები ვართ, ყველანი მისი ერთგული ვართ და გვინდა, გავაგრძელოთ მისი გზა. ასე უნდა იყოს როგორც სასულიერო, ასე საერო დასი. ეს არის ჩვენი თხოვნა. გარწმუნებთ, ყველაფერი იყო და იქნება კარგად", - განაცხადა მეუფე დანიელმა.
რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ზღვარს, მეუფე დანიელი აცხადებს, რომ არსებობს ეკლესიის გამგეობის დებულება და სინოდი მოქმედებს ამ დებულების საფუძველზე და გაფართოებული კრებისთვის ემზადება.
„ყოველ ეტაპზე ეკლესიას შეუძლია, განავითაროს მართვა-გამგეობის დებულება, რაღაც სიახლე შეიტანოს, კორექტირება გააკეთოს. ამის სურვილი შეიძლება, ყველა წევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, რომელიც პატრიარქის არჩევის შემდეგ გადაწყდება, როდის იქნება მოწვეული. ამიტომ აქ ცვლილებები არ მოხდება, რაც წესია ის არის, უბრალოდ წესთან და პროცედურასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. პრობლემა არ იქნება, სინოდი რასაც გადაწყვეტს. ჩვენ არ ავჩქარდით, გადავწყვიტეთ, ვილოცოთ და შემდეგ სინოდზე, რომელიც გაიმართება, საბოლოოდ შევჯერდებით ყველა საკითხზე, მათ შორის ასაკზე. შეიძლება ერთი და იგივე დებულება გაგებული იქნას სხვადასხვანაირად. სწორედ აქ არის ჩვენი რწმენა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს, რა არის ღმერთის ნება, როგორ უნდა წავიკითხოთ, როგორ უნდა განვმარტოთ და უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს, ეს იქნება ღვთის ნება", - გნაცხადა მეუფე დანიელმა.
მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
,,მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს''- მეუფე დოსითეოსი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
5 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე დანიელი - დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ
მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
"თბილისი ენერჯი" - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი
სინოდში ერთობაა, ჩვენ ძალიან ერთიანები ვართ, არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს, დედაეკლესიას და საქართველოს მოერიოს -მეუფე სპირიდონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკას IVECO VOLKAN-ის ფირმის სახანძრო-სამაშველო ავტოკიბეები შეემატა
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
4 აპრილის ამინდის პროგნოზი
„მნიშვნელობა არ აქვს, იდება თუ არა სუფრაზე წითელი კვერცხი და პასკა. აღდგომა სულ სხვა რამეა...“ - მამა შალვა კეკელია
ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით
საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს - „შემდგომ სხდომაზე გამოვლინდეს საპატრიარქო კანდიდატები გაფართოებულ კრებაზე წარსადგენად“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
მეუფე ზენონ იარაჯული - პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხზე მსჯელობა გაიმართება იმ სხდომაზე, რომელზეც კანდიდატების გამორჩევა მოხდება