„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში 1 კვტ/სთ ელექტროენერგია საშუალოდ 30 ცენტიდან ივაჭრება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში დებატებში მონაწილეობისას ელექტროენერგიის საექსპორტო შესაძლებლობებზე საუბრისას განმარტა.
მინისტრის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც 1300 მეგავატიანი ხაზით საქართველოს ევროპასთან დააკავშირებს, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც აქტიურ ფაზაშია. 1300 მეგავატიანი ხაზი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, მისცემს შესაძლებლობას საქართველოში გენერირებულ ელექტროენერგიას, რომ პირდაპირი წვდომა ჰქონდეს ევროკავშირთან, სადაც იცით, საფასო პოლიტიკა როგორია. საქართველოში გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 7.5 ცენტია, ხოლო ევროპაში დღეს ივაჭრება ელექტროენერგია ერთი კილოვატსაათი საშუალოდ 30 ევროცენტიდან და მაღლა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის იმპორტი მჭიდროდ არის დაკავშირებული გაზის მოხმარებასთან, რადგან განსაკუთრებით პიკურ პერიოდში ქვეყანა თბოსადგურების მუშაობისთვის დიდ მოცულობას იყენებს. მისი თქმით, იანვარი ნათელი მაგალითია, როდესაც პარალელურად რამდენიმე წყაროდან ხდებოდა იმპორტი, რაც ენერგოდეფიციტის სირთულეს აჩვენებს და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ საკმაოდ დიდი მოცულობის გაზის მოხმარება გვჭირდება, განსაკუთრებით პიკურ პერიოდებში და იდეაში, შეიძლება ითქვას, ასევე რვა თვის განმავლობაში იმისთვის, რომ გაზის მოხმარებით ვამუშაოთ თბოელექტროსადგურები და გამოვიმუშაოთ ქვეყანაში ელექტროენერგია. იანვრის თვე არის კარგი მაგალითი იმიტომ, რომ იანვარში პარალელური სამი წყაროდან - მეოთხე წყაროდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის რეჟიმულად და პარალელურად ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორი სირთულის წინაშე დგება ქვეყანა, როდესაც დეფიციტი აქვს და ამხელა დეფიციტი აქვს ელექტროენერგიის, სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ერთად ვიზრუნოთ", - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ფასების გამჭვირვალობასა და სამომხმარებლო ტარიფებზე ზემოქმედებას, თუმცა, პარალელურად აუცილებელია ახალი დადგმული სიმძლავრეებისა და ქსელის განვითარება.
„რაც შეეხება ფასების გამჭვირვალობას და რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტული პროექტები, რომლებიც დღეს უკვე აქტუალურია და უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს პროექტები უნდა განვითარდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით სამომხმარებლო ტარიფებზე ნებისმიერი პროექტის გავლენას, თუმცა აქვე, რა თქმა უნდა, ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს ახალი დადგმული სიმძლავრეების ექსპლუატაციაში შესვლას, მაგრამ, მეორე მხრივ, უშუალოდ ქსელის განვითარებას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქსელის ოპერატორების მიერ იქნება ინვესტირებული 1,5 მილიარდი ლარი, რომელიც პირდაპირ მოემსახურება გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი და სტაბილური ენერგოდისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით"- აღნიშნა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე, საქართველოში სლოვაკეთ-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება - გიორგი ზურაბაშვილი
,,რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული „ქვეყანა“ იყოს''- სერგეი კირიენკო
,,შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კომისიის მუშაობის შემდეგ, ფასების კატასტროფულ დაცემას ვიხილავთ''- ეკა სეფაშვილი