სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს

 

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს, თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის.

„ისინი ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, სომხეთიც მიიღებს თავის გადაწყვეტილებას და საბოლოოდ გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს", - განაცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, მისი თქმით, „არ ფიქრობს, რომ საქმე აქამდე მივა", რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის „ძალიან კარგი, ეფექტიანი საუბარი შედგა".

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.

„დღეს, თქვენ იცით, ენერგომატარებლების, გაზის ფასები ევროპაში 600 დოლარს აღემატება ათას კუბურ მეტრზე, ხოლო რუსეთი სომხეთს გაზს 177.5 დოლარად აწვდის. სხვაობა დიდია, სხვაობა არსებითია," - განაცხადა პუტინმა.

სომხეთმა 2024 წლიდან შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა და აღარ იხდის შენატანებს ამ ორგანიზაციაში, თუმცა ფორმალურად ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გამოსულა.

 

 





მსგავსი სიახლეები
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა - The Wall Street Journal
ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
დონალდ ტრამპი - ცოტაც და ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, ნავთობს ავიღებთ და უზარმაზარ სარგებელს მივიღებთ
დიმიტრი პესკოვი:სპეციალური სამხედრო ოპერაციის ცხელი ფაზის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ უკრაინამ თავისი ჯარები დონბასიდან გაიყვანოს
ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება, რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია -აბას არაღჩი
ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება -ანტონიუ გუტერეში -ანტონიუ გუტერეში
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ირანის სამხედრო მისიისთვის ავსტრიამ აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა
ემანუელ მაკრონი - ტრამპის განცხადება პასუხსაც კი არ იმსახურებს
ილჰამ ალიევი - სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის