,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
ამერიკელი მფრინავი, რომელსაც ირანში F-15-ის ჩამოგდების შემდეგ ეძებდნენ, გადაარჩინეს, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ცნობით, მფრინავმა, რომელსაც პოლკოვნიკის წოდება აქვს, თავს მთებს აფარებდა, „მტერი მას უახლოვდებოდა, თუმცა ის მარტო არასოდეს იყო", რადგან აშშ-ის სარდლობა მის გადარჩენაზე ზრუნავდა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მფრინავმა გარკვეული დაზიანებები მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს ახლა არაფერი ემუქრება.
„ჩემი მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ათობით თვითმფრინავი გაგზავნა, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი იარაღით იყვნენ აღჭურვილნი, რათა ის დაებრუნებინათ. მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება. ეს სასწაულებრივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ემატება კიდევ ერთი მამაცი პილოტის გუშინდელ წარმატებულ გადარჩენას, რაც ჩვენ არ დავადასტურეთ, რადგან არ გვსურდა საფრთხე შეგვექმნა მეორე სამაშველო ოპერაციისთვის.
ეს პირველი შემთხვევაა სამხედრო ისტორიაში, როდესაც მტრის ტერიტორიის სიღრმეში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აშშ-ის ორი პილოტი გადავარჩინეთ. ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ამერიკელ მებრძოლს! ის ფაქტი, რომ ჩვენ შევძელით ორივე ამ ოპერაციის განხორციელება ისე, რომ არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა და არც კი დაშავებულა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ მივაღწიეთ აბსოლუტურ საჰაერო დომინირებასა და უპირატესობას ირანის ცაზე", - წერს ტრამპი.
ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ამერიკული გამანადგურებელი F-15 ჩამოაგდო. თვითმფრინავის ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო. ერთი პილოტი ამერიკელებმა გადაარჩინეს და სამშვიდობოს გაიყვანეს, ხოლო მეორე მფრინავის ბედი უცნობი იყო.
მსგავსი სიახლეები
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ირანული სამიზნე დაბომბეს
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტების მიმართ გულგრილები ნუ გახდებიან
,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა - The Wall Street Journal
ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას