ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

 

ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ესოშიეითიდ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა არის საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი, განსაკუთრებით „პეტრიოტის", რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან თავის დასაცავად.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვართ პრიორიტეტი.მეშინია, რომ გაჭიანურებული ომი მხარდაჭერის შემცირებას გამოიწვევს" - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს სისტემები საკმარისი რაოდენობით არასდროს მიწოდებულა და თუ ირანის ომი მალე არ დასრულდება, „ვფიქრობ, რომ პაკეტი - რომელიც ჩვენთვის არც ისე დიდია - დღითიდღე უფრო და უფრო პატარა გახდება",

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვეშინია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერისა, არსებული რესურსები მაინც შეზღუდულია და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის. ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთის ომიდან ეკონომიკურ სარგებელს იღებს. „რუსეთი ამის გამო დამატებით ფულს იღებს, ასე რომ, დიახ, მათ სარგებელი აქვთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ირანული სამიზნე დაბომბეს
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტების მიმართ გულგრილები ნუ გახდებიან
,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა - The Wall Street Journal
ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას