საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით- დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ''- მეუფე იაკობი
საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით. დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, უწმინდესს ძალიან უნდოდა ქართველთა ერთობა და საქართველოზე ძალიან დედამიწაზე არავინ და არაფერი ჰყვარებია.„საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დასჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით.
დღეს ნუ გავაკეთებთ, მიზეზი მოვნახოთ იმისთვის, რომ დავიშალოთ. უწმინდესს ქართველთა ერთობა ძალიან უნდოდა.
საქართველოზე ძალიან დედამიწაზე მას არავინ და არაფერი ჰყვარებია. საქართველო მისთვის ღვთისმშობლის წილხვედრი რაც არის, ყველაფერი იყო. მას არ უყვარდა თავის განდიდება, დარიგებასაც წყნარად და ჩუმად მოგცემდა. მერე ყველაფერი გულთან ძალიან მიჰქონდა. წელშიც როგორ მოვხარეთ, ჩვენს ცოდვებს რომ ტვირთულობდა, რა დავმართეთ, იმ ტკივილებში განვლო მთელი ცხოვრება. ღმერთს ხედავდა, ღვთის სიყვარულს. მახსოვს, პანდემიის პერიოდში ვსაუბრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენმა ეკლესია, ყველამ ერთხმად როგორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ფაქტობრივად, ეშმაკის და მაშინდელი მსოფლიოს წინააღმდეგ.
ამ ერის შვილები ხართ, ღვთის შვილები, ღვთის მეგობრები ხართ თითოეული ქართველი. დავფიქრდეთ როგორ ვიცხოვროთ",- აღნიშნა მეუფე იაკობმა.მან მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ „ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩარევენ".„მშვიდად იყავით, ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია. ეკლესიის ძლიერება ვის აწყობს? ბოროტს ხომ არ აწყობს. იბრძვის იმისთვის, რომ ერთმანეთს გადაგვკიდონ და თუ გადავეკიდებით, მერე ადვილად დაგვშალოს. ეკლესია ის ძალა ვართ, რომელიც არც ჩვენთან მივცემთ უფლებას ამაზე წავიდნენ და გარეთ ხომ გამორიცხულია.
აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ამას პირდაპირ ვეუბნები იმიტომ, რომ ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ. ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, ეს დღეები ქრისტესთან ერთად გავიაროთ. პატრიარქი თუ გვიყვარს, ეს სიყვარული გამოხატოთ იმით, რომ ღმერთს ვაჩვენოთ. პატრიარქმა რა გვასწავლა ქართველებს? ყოველთვის ამბობდა: „ჩვენთან არს ღმერთი". ჩვენც ღმერთი დავინახოთ, ღმერთს მოვუსმინოთ და ღმერთს გავყვეთ. ჩვენ ხომ ქრისტეს ერი ვართ. ფრთხილად და მშვიდად ვიყოთ ეს დღეები",- აღნიშნა მეუფე იაკობმა.ქადაგებისას მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობას უნდა გავუფრთხილდეთ და მათი მოსმენა ვისწავლოთ. „ახალგაზრდები ყველაზე კარგად ხედავენ, რა ხდება და როგორ ხდება", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მსგავსი სიახლეები
ტრამპი ირანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრას მართავს
ვახტანგ ცინცაძე: "მაღალ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ფისკალური დისციპლინა, სწორი მონეტარული პოლიტიკა და ზოგადად, საფინანსო სექტორის სიჯანსაღე"
აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დონალდ ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო -Axios
პრემიერი - ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
GM PHARMA-მ აზერბაიჯანის GMP აუდიტს უმასპინძლა
შიო მესამე - უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება ლოცვის ძალას
კახა კალაძე - ოპოზიციაში მიდის ბრძოლა, ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
აშშ-ის სამხედროებმა ირანში ახალი იერიშები განახორციელეს -CNN
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ხალხში გავიდა, ვერაფერი ნახა და ალბათ ახლა რაღაც დღესასწაულს დაელოდებიან, ხალხი რომ გამოვა, იქ მივიდნენ
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში
ცოტნე ივანიშვილი - პირველად ვხვდებით ოჯახის სიწმინდის დღეს პატრიარქ ილია მეორის გარეშე, განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე, ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო
კიევში გუშინდელი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
ლევან დავითაშვილი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა
კრემლმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტი დააანონსა
კორუფცია, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, "გებელსის სტილის" პროპაგანდის წარმოება, სამშვიდობო პროცესის საბოტაჟი და სახელმწიფო დონის თაღლითობა - ბრალდებები, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს მისმა ყოფილმა პრესმდივანმა წაუყენა
ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა