,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ, იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო.

„სხვა ქვეყნის მაგალითები მომიყვანა, რომ მომხდარა ისე, რომ ანდერძი დაიკარგა კიდევაც და თქვა, რომ ახლა აღარაფერი დაიკარგებაო, გავაცხადე, ჩემი ხელით დავწერე და საზოგადოებას ვაცნობე ამის შესახებო. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მან ეს როდესაც განაცხადა თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი იყო ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტის დაკავშირება მოსაყდრის გამორჩევასთან. თუმცა, ჩვენ არაერთი მოწმობა გვაქვს ხალხის, გვიყვებიან, პატრიარქი ჯერ კიდევ ციანიდის საქმემდე როგორ მსჯელობდა მათთან, რომ აპირებდა გადადგომას და მეუფე შიოსთვის ხელის მომართვას, რომ პატრიარქი გამხდარიყო ის. მე თავად ვესწრებოდი თავიდან ბოლომდე ილარიონ ალფაევის საქართველოში ვიზიტს. საპატრიარქოში რომ მოვიდა, მას შემდეგ იმ ადამიანების რიგებში ვიყავი, ვინც მას მასპინძლობდა. სრულად ვესწრებოდი შეხვედრას საპატრიარქოში, მსგავსი არაფერი ყოფილა“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ამინდის პროგნოზი
ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მოხდა ხალხში საოცარი გამონათება - ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში - მეუფე შიო
5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ბზობის დღესასწაულზე იკითხება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
,,მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს''- მეუფე დოსითეოსი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
5 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე დანიელი - დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ
მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
"თბილისი ენერჯი" - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი