6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

ნუ ელით გაგებას და მხარდაჭერას ადამიანისგან, ვინც თქვენ მიმართ ინტერესს არ იჩენს. საყოფაცხოვრებო საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრამ შეიძლება არასასურველი შედეგი მოიტანოს, ამიტომ სჯობს, რჩევა ახლობლებს ჰკითხოთ.

ადამიანები, რომლებიც ადრე თქვენი საქმეებით არ ინტერესდებოდნენ, ახლა დახმარების სურვილს გამოთქვამენ. სამსახურებრივ საქმიანობაში მაღალი პროფესიონალიზმის მიღწევას შეძლებთ, მაგრამ ურთიერთობებში და გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ აჩქარდებით, შეიძლება დიდი შეცდომა დაუშვათ. ხელსაყრელი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების დაწყებისთვის.

კურო

თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი ნაცნობობისთვის უფრო გახსნილი იყოთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ბედს შანსი მისცეთ. შეგიძლიათ ოჯახის წევრებისთვის მოკრძალებული დღესასწაული მოაწყოთ და ყველამ ერთად დრო მხიარულად გაატაროთ.

უახლოეს მომავალში იღბალი გაგიღიმებთ და დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს მოგცემთ. მიღებული თანხა მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი იქნება. სატურნისა და მარსის უარყოფითი ასპექტის გამო, შეიძლება გულთან ან თირკმელებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ ამ ორგანოებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ტყუპები

ურთიერთობაში გაუცხოება სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ, გარკვეული დროით ცალ-ცალკე ყოფნა ჯობს, რათა ერთმანეთის მიმართ ინტერესი და ურთიერთობაში იდუმალება შეინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ პირად ცხოვრებაში არსებული უთანხმოება შეიძლება პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად აისახოს. გამორიცხული არ არის სამსახურებრივი რომანი, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ ამან თქვენს კარიერას არ ავნოს!

ამ დღეს ფულის სესხება ან გასესხება სასურველი არ არის, რადგან მისი დაბრუნება გართულდება. მათთვის, ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს, სამკურნალო მასაჟი და წყლის პროცედურები სასარგებლო იქნება. ეცადეთ, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემა არ გადატვირთოთ.

კირჩხიბი

დიდი მოლოდინების გამო შესაძლოა ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გაჩნდეს. ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და პარტნიორს მხარი დაუჭიროთ, რათა კონფლიქტები მინიმუმამდე შეამციროთ. იდეალური დროა გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. გირჩევთ, შემოქმედებით და თვითგანვითარებით დაკავდეთ - ეს თქვენს შინაგან ენერგიას გააძლიერებს.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალ პროექტზე ან სამსახურის შეცვლაზეც კი დაფიქრდეთ, თორემ თქვენი შინაგანი პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება. სამსახურში ყველა საორგანიზაციო საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრა რომ არ მოგიწიოთ, ეცადეთ ურთიერთობები დროულად მოაგვაროთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტულ ვარჯიშებზე, რომლებსაც რეგულარულად ასრულებთ დროებით უარი თქვათ და რაღაც ახალი სცადოთ. სავარაუდოდ, ეს ძალიან მოგეწონებათ.

ლომი

იუპიტერი მე-5 სახლშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების მოშორებისა და სტილისტთან ვიზიტის დროა. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, რომელიმე ნათესავთან ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ უმჯობესია პრინციპული და პრობლემური საკითხების განხილვისგან თავი შეიკავოთ.

სამსახურში რთული პერიოდია, მოსალოდნელია უთანხმოება ხელმძღვანელობასთან, ამიტომ ეცადეთ წინდახედულობა გამოიჩინოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ფულს თვლა უყვარს, რაშიც მალე თავადაც დარწმუნდებით, თუ პარტნიორს უპირობოდ ენდობით.

გაუფრთხილდით გულს და ნერვულ სისტემას! იმუნიტეტი ახლა ცოტათი შესუსტებულია, ამიტომ ორგანიზმს ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება გაუჭირდება. სასურველია, მენიუში ცოტა მეტი ახალი ხილი დადაამატოთ.

ქალწული

პლანეტა ვენერას გავლენით ამ დღეებში თქვენი პიროვნული მიმზიდველობა საგრძნობლად გაიზრდება. თუ მარტოხელა ხართ, შეგიძლიათ ეს ხელსაყრელი გარემოება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. პლანეტების განლაგება პანიკისა და ისტერიის საფრთხეზე მიანიშნებს. ბევრ ქალწულს იძულებითი განშორება ელის. გირჩევთ სულის სიმტკიცე და მოთმინება გამოიჩინოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ.

მოჭარბებული ენერგიის წყალობით სამსახურებრივ მოვალეობებს თავს ბრწყინვალედ გაართმევთ. ეცადეთ, რომ კოლეგების მიმართ უფრო მომთმენი და შემწყნარებელი იყოთ, რადგან თქვენსავით სწრაფად მუშაობა ყველას არ შეუძლია. თუ ბოლო დროს გულის არეში ტკივილს გრძნობთ, არტერიულ წნევას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

სასწორი

მარსის აქტივობა ვენერასთან ამ დღეს რომანტიკული ნაცნობობისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის იდეალურს გახდის. მეორე ნახევრის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ნუ იქნებით - შესაძლოა, თქვენი პრეტენზიები უსაფუძვლოა.

დღის განმავლობაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ზარი, ამიტომ ტელეფონს თვალი არ მოაცილოთ. სამსახურში ეცადეთ სხვა ადამიანების პოზიციას პატივი სცეთ, მაგრამ არც საკუთარ ინტერესებს უღალატოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება საკუთარ ამოცანებზე გადაიტანოთ და ნუ ინერვიულებთ თუნდაც გარშემომყოფებისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობდეთ. სწორი, დაბალანსებული კვება ცხოვრების წესად აქციეთ - ამით ზედმეტ წონას თავიდან აიცილებთ.

მორიელი

ურთიერთობებში წონასწორობის დაცვა მნიშვნელოვანია - ეცადეთ ოჯახსა და პირად ინტერესებს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ. ამჟამად ოჯახური ცხოვრება არასტაბილურია. ეცადეთ, ახლობელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტად არ გადააქციოთ. თუ ემოციების მოთოკვა გიჭირთ, ურთიერთობები უნდა შეზღუდოთ და ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან განმარტოვდეთ.

ნათესავის ფინანსური მხარდაჭერა ძალიან დროული იქნება, თუმცა ამან შეიძლება თქვენი თავისუფლება შეზღუდოს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ძილიანობა და აპათია, რისი მიზეზიც სატურნისა და ვენერას არახელსაყრელი კომბინაციაა.

მშვილდოსანი

წარმატებული ნაცნობობის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, განსაკუთრებით თუ მეორე ნახევარს ეძებთ. პრობლემების გადაჭრის უნარი და მიზნისკენ სწრაფვა წარმატებას მოგიტანს. ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი საქმე პირველივე ცდაზე თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ.

სრულიად შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ამბავმა ან გარემოებათა იღბლიანმა თანხვედრამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოს. საეჭვო პროექტში მონაწილეობას ნუ დათანხმდებით.

მოსალოდნელია წონაში მატება, ამიტომ დიეტა და ვარჯიში უნდა დაიწყოთ. ოფისის თანამშრომლებისთვის სამუშაოს შემდეგ აქტიური დასვენება საუკეთესო არჩევანია.

თხის რქა

ამ დღეს მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე უნდა გადაიტანო

სამუშაო და საქმიან საკითხებში თანმიმდევრულობა დაიცავით და საკუთარ რეპუტაციას საფრთხე არ შეუქმნათ. გახსოვდეთ, რომ წარმატება პირველ რიგში გაბედულ, შეუპოვარ და მიზანდასახულ ადამიანებს ირჩევს. დაწყებულ საქმეს სამომავლოდ ნუ გადადებთ - დაიწყეთ მცირედით და პრობლემების გროვა თანდათან გაქრება. კარგი დღეა ორგანიზმის, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი სისტემის აღდგენისთვის.

მერწყული

ამ დღეს წარმატების მისაღწევად მაქსიმალური მოხერხება უნდა გამოიჩინოთ. თუ საკუთარი უნარების გამოვლენის შანსი მოგეცათ, ხელიდან არ გაუშვათ! საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მოტყუებას ნუ ეცდებით - ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა სოციალურ სტატუსს ვერ შეგიცვლის, სჯობს თვითგანვითარებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოთ.

ქრონიკულმა დაავადებამ შესაძლოა ბევრი პრობლემა შეგიქმნათ, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, უსიამოვნო სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

თევზები

პირადი საკითხების მოგვარებისთვის ხელსაყრელი დროა. მომდევნო დღეებს რაც უფრო აქტიურად გაატარებთ, მით მეტს მიაღწევთ. ახლობელმა ადამიანებმა შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზებით გაგაოცონ. ახლობლებთან ურთიერთობაში შესაძლებელია გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს დროებითი სირთულეებია და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ პოზიტიურად იაზროვნეთ, ცუდი ფიქრები კი თავიდან მოიშორეთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ამინდის პროგნოზი
ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მოხდა ხალხში საოცარი გამონათება - ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში - მეუფე შიო
5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ბზობის დღესასწაულზე იკითხება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
,,მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს''- მეუფე დოსითეოსი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
5 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე დანიელი - დებულებაში ცვლილება უნდა მოხდეს გაფართოებულ კრებაზე, პატრიარქის არჩევის შემდეგ
მეუფე იობი - დასრულდა ილია მეორის ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა -მომავალში დაიწყება საქართველოს სულიერი გაბრწყინება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პატრიარქის ორმოცამდე ყოველ კვირას და ყოველ დღესასწაულზე სიონის ტაძარში აღასრულებს წირვას -დეკანოზი გიორგი სანამაშვილი
"თბილისი ენერჯი" - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება
ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება, მოვიქცევით ისე, როგორც ეკადრება ჭეშმარიტ ქართველს, ქრისტიანს -მეუფე იაკობი