სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში.
„როდესაც ვამბობ, რომ მისი დანაშაულების შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მოწონებული იყო მისი ქმედებები, არამედ ხშირ შემთხვევაში დაგეგმილი იყო როგორც ჩანს, გარედან, რადგან ასეთი ტიპის ხელისუფლება სჭირდებოდათ საქართველოში და ეს არის იგივე დღეს უკრაინაში.
ადეიშვილი იმ ტიპის ადამიანია, რომელიც მათ სჭირდებათ, რადგან ასეთ ადამიანებზე აფუძნებენ ისეთ რეჟიმებს, როგორიც იყო სააკაშვილი რეჟიმი, ან როგორიცაა ზელენსკის რეჟიმი დღეს უკრაინაში.
ის იყო სისტემის შემქმნელი, სისტემის, სადაც სასამართლო და პროკურატურა იყო აბსოლუტურად ერთი სივრცე, ვერც ერთი მოსამართლე ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ზურაბ ადეიშვილის გარეშე და ეს იყო წლები, როდესაც გამამართლებელი საქმეების რაოდენობა, წლის განმავლობაში განხილული დაახლოებით 18-20 ათასი საქმიდან, ერთ ათეულს არ აღემატებოდა. იყო წლები, როდესაც ერთი, ორი, სამი გამამართლებელი განაჩენი იყო, ან მაქსიმუმ 10 გამამართლებელი განაჩენი დგებოდა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მსგავსი სიახლეები
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი
ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია მიდგომის სერიოზულობაზე და ზოგადად რეფორმების საჭიროებაზე, ძალიან ბევრი მიმართულებით განხორციელდა ცვლილებები ენერგეტიკის სფეროში
,,ჩვენ გვჭირდება მარეგულირებელი ჰესების განვითარება, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევები, ფართო ჩართულობა და ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას''- პრემიერი
,,იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მოქალაქეების ემოციებზე თამაშს და საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა იქნება უზრუნველყოფილი თითოეული პროექტის შემთხვევაში
ირაკლი კობახიძე - 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით
,,ოპოზიცია აშშ-ში ალბათ, თანხების სამათხოვროდ მიდის''- ლევან მაჭავარიანი
ამერიკული მხარე აპრილშიც გეგმავს ჯგუფის გამოგზავნას, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რის შემდეგაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები -ლევან მახაშვილი
გვესმის მანიპულაციები, რომ არ უთქვამს ეს პატრიარქს და არ უთქვამს ის, რვა წლის წინ ძალიან ცხადად თქვა, ვინ უნდოდა, მოსაყდრე ყოფილიყო -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ილია II-მ 2014 წელს პუტინს უთხრა, ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობაო, ამ პიროვნებაში ვიგულისხმებოდი მე, ამაზე ისტორიის შეფასება მკაცრი იქნება
გია ვოლსკი - ოპოზიციის გაერთიანება ინსტრუქციებს ემორჩილება, მათ არავითარი სტრატეგია არ აქვთ, სტრატეგია სხვაგან იწერება, უთხრეს, ერთად იყავითო და ერთად უნდა იყვნენ