„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო გამოცადა, როდესაც ალიანსს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ეიბისი ნიუსის" წამყვანმა, რეიჩელ სკოტმა დაწერა, რომელმაც თეთრი სახლის ლიდერთან ინტერვიუ ცოტა ხნის წინ ჩაწერა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უარის თქმის შემდეგ ალიანსის დარწმუნება არც კი უცდია.
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა. მე ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, თუ შემოგვიერთდებოდით, მათ კი მითხრეს: „კარგი, ჩვენ ამის გაკეთება არ შეგვიძლია". მე ვუთხარი: „არა უშავს". მე არც კი მიცდია მათი დარწმუნება. ალბათ მათ თქვეს: „ოჰ, ის საშინელი გამყიდველია", რადგან მე მხოლოდ ის ვთქვი: „კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდით", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტელეწამყვანი წერს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ნატო-ს კვლავ „ქაღალდის ვეფხვი" უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ალიანსის საერთოდ არ ეშინია.
„ეს ტესტის სახით გავაკეთე. არ მჭირდებოდა, არა? ისინი ქაღალდის ვეფხვი არიან. ქაღალდის ვეფხვი. მათ გემები არ აქვთ. მათ არაფერი აქვთ და პუტინს მათი საერთოდ არ ეშინია", - განაცხადა მან.
მსგავსი სიახლეები
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი
,,მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს''-ირანის პარლამენტის სპიკერი
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ირანული სამიზნე დაბომბეს
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტების მიმართ გულგრილები ნუ გახდებიან
,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL
ირანმა უარი თქვა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე
აშშ-მა რუსეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, მიხაილ ზადორნოვს სანქციები მოუხსნა
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა - The Wall Street Journal
ევროპამ უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება იმ შემთხვევებში, როცა ვაშინგტონს არ ეთანხმება - ჯორჯია მელონი