კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დამატებით 30 ოჯახს დაუკანონდა.
თბილისის ათივე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი კობიაშვილმა გადასცეს.
„ვაგრძელებთ დაკანონების პროგრამას, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დავუდექით გვერდით. დღეს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ 30 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ძალიან მიხარია მათი ამბავი, ვუერთდები მათ სიხარულს. მინდა, ამ ოჯახებს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, თავისი რაიონის გამგეობას უნდა მიმართოს. ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, აუხსნიან, რა საბუთები არის შესაგროვებელი, რომ პროცესი დაიწყოს და ფართების დაკანონება მოხდეს.
ზოგადად, ამ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ასეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება არის დარეგისტრირებული და გადაცემული იმ ოჯახებზე, ვინც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დაუკანონებელ ფართებში. პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი ფართებით არ დაკმაყოფილდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და პარლამენტის დელეგატები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ.
მუნიციპალიტეტის მერიაში დაკანონების მსურველთა ასამდე განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 3 150-მდე ოჯახია დაკმაყოფილებული.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება - კახა კალაძე
აზერბაიჯანის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
შეხვედრა ახალგაზრდებთან ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ამინდის პროგნოზი
ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მოხდა ხალხში საოცარი გამონათება - ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში - მეუფე შიო
5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ბზობის დღესასწაულზე იკითხება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
,,მომავალმა პატრიარქმა, ხალხის სიყვარულს უნდა უპასუხოს''- მეუფე დოსითეოსი
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
5 აპრილის ამინდის პროგნოზი