მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.
„როგორც მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და მისი მრავალმხრივი განვითარება საქართველოსათვის პრიორიტეტულია. პირისპირ საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქალაქ ბაქოში საქართველოს საელჩოში მიბრძანებისა და გულწრფელი თანაგრძნობის გამოხატვისათვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი