მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხუთჯერ ააცილა დიდი უბედურება.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, 2012 წელს ვეღარ შეძლო საქართველოს გადარჩენა, 2021 წელს კი ჰქონდა ქვეყნის გადარჩენის მცდელობა და ახლაც მზადაა, კვლავ გადაარჩინოს.
ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავისუფლებისთვის საჭიროა თავდადება და თავგანწირვა.
„როგორც ჩანს, ბატონი ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები სამშობლოს მოღალატის, ნოღაიდელის დაკითხვის პროცესში. 7 ნოემბრის საქმე ეხება იმას, რისგან გადავარჩინეთ ჩვენ საქართველო და ბევრჯერ გადავარჩენთ. ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება. პირველი - შევარდნაძე ჩამოვაცილეთ. ვასაძე, ივანიშვილი, პატარკაციშვილი გამზადებული ჰყავდათ რუსებს 2005 წელს და ეს არ გამოუვიდათ; მეორედ გადავარჩინე, როდესაც ასლან აბაშიძე ჩამოვაცილეთ; მესამედ 2007 წელს პატარკაციშვილის რუსების დავალებით მოწყობილ გადატრიალებას და 2008-ში ერთპიროვნულად მე გადავარჩინე, ჯორჯ ბუშთან და საერთაშორისო კონტაქტებით, ხალხთან და ჯართან ერთად. 2012-ში ვეღარ შევძელი საქართველოს გადარჩენა. 2021-ში მქონდა სურვილი, გადარჩენის მცდელობა. ომი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ეს საქმე გამოგვივიდოდა. მზად ვარ, გადავარჩინო ისევ. ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ აფხაზეთი დაბრუნებული იქნება. მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს. მკვლელების კორპორაციასთან გვაქვს საქმე. პირველი მსხვერპლი ბარბარე რაფალიანცი იყო. არჩევნებზე ეხმარებოდა რუსეთიდან ჩამოსული ჯგუფი. კახეთშიც იყვნენ, შესთავაზეს ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება ან მეორე სცენარი - რაფალიანცი. ესენი რვა თვის ბავშვის სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეროსის მკვლელობა იყო შემდეგი, რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება უნდოდა, რუსეთიდან ჩამოვიდნენ, კამერა მიატრიალეს, მოკლეს ეროსი, ოჯახი გააჩუმეს. ეროსის მკვლელობისთვის ივანიშვილს ვაკისრებ პასუხისმგებლობას.
შემდეგი იყო ბაჩალიაშვილის მკვლელობა, მოხდა მისი თვითმკვლელობის იმიტაცია. გლდანის ციხის უფროსიც მოკლულია, რომ ბაჩიაშვილი დაეშინებინათ და დანებებოდა. ერთნაირ ხელწერასთან გვაქვს საქმე. სერიული მკვლელების ხელშია ეს ქვეყანა. გვჭირდება თავდადება და თავგანწირვა, თავისუფლებას თავისი ფასი აქვს გადასახდელი. პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტოლოგობს, საქმეს არ გამოადგება. თავისუფლებისთვის საჭიროა ბრძოლა, თავგანწირვა, ჩემი მაგალითი ამას გაჩვენებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთი მძიმე კრიზისშია.
„რუსეთი მძიმე კრიზისშია, კარგავს უნგრეთს, არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, კარგავს სომხეთს, თუმცა იქაური რაფალიანცის ისტორია ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება სომხეთს, სასაცილო საყურებელი იყო პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ „აკაჩავებდა", რომ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე უკრაინის ფრონტზე, ძალიან მაგრად მიდის სიტუაცია. რუსეთი წინ ვერ მიდის და უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიებს. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს დანაკარგებიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დაიკითხება.
მსგავსი სიახლეები
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სისტემის ოპერატორების მიერ 1,5 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელიც გადამცემი ხაზების გაძლიერებას მოემსახურება" - მარიამ ქვრივიშვილი
მალე წარმოვადგენთ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - სადაც იქნება რეალური სახალხო პროტესტი, მათ შორის ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ობიექტური პროტესტი იქნება მხედველობაში მიღებული
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ აშენდეს ნამახვანი, ნენსკრა თუ ხუდონი, როგორია სწორი ფორმა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მთავარი ამოცანის შესრულება - ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა" - მარიამ ქვრივიშვილი
ირაკლი კობახიძე - ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული სამუშაო არის განსახორციელებელი, რომ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ჩვენს მოქალაქეებს ელექტროენერგია
ირაკლი კობახიძე - ნამახვანის პროექტთან მიმართებით სახელმწიფო ვერ დადგა ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა, სადაც იყო სისუსტეები, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ის სისუსტეები აღარ იქნება გამოვლენილი