საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე.
„საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში
რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია