ილჰამ ალიევი - ჩვენი ბუნებრივი აირი ექსპორტზე 16 ქვეყანაში საქართველოს გავლით გადის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც ვახორციელებთ ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე
მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
ამასთან, ალიევის თქმით, საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
„დღეს ვისაუბრეთ ახალ შესაძლებლობებსა და ახალ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს მიმართულებით. შესაძლოა, ჩვენ განვიხილოთ მესამე ქვეყნებში ერთდროული ინვესტიციები. ამაზე გვქონდა საუბარი - მასშტაბზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და არსებულ მდგომარეობაზე. არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი. შევეხეთ ახალ რეალობასაც, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ორიენტირებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ეს პრინციპები ირღვევა, ჩვენს რეგიონში ეს უნდა დარჩეს ურყევი. არ უნდა მოხდეს არც დანაკარგები და მსგავსი მოვლენები არ უნდა შეეხოს ჩვენს რეგიონს. ჩვენ წარმოვჩნდებით როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი.
დღეს ხაზი უნდა გავუსვა განსაკუთრებით იმას, რომ საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ისაუბრეთ სამშვიდობო პროცესზე, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან სამომავლოდ ყველა ნაბიჯი უნდა იქნეს გაძლიერებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს შეხვედრები და ვიზიტები. სომხეთთან დიალოგი საქართველოს შუამავლობით დავიწყეთ და მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის ამ ხელშეწყობისთვის.
მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო მრავალი ქვეყნისა და ერის სანდო მხარდამჭერი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ექსპორტზე გადის 16 ქვეყანაში და ეს ექსპორტი იწყება საქართველოდან, საქართველოს გავლით. საქართველო ამ მარშრუტზე პირველი ქვეყანაა, რომლის გავლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგორესურსების ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე, ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვით აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. ვისაუბრეთ არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი წარმატებით მუშაობს, სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანიც კარგად მუშაობს. ეს ინფრასტრუქტურა დიდი მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით სატრანსპორტო კორიდორები და განვავითარეთ, გავაფართოვეთ, შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერიაა, რომელზეც ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ, რომ გაძლიერდება და განვითარდება.
საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან მსუყე და ფართომასშტაბიანია. ემატება ახალი თემები, ახალი იდეები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას. ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს, მეგობრობას და ეს არის კეთილმეზობლური, ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით მუდამ. მინდა, ვუსურვო ქართველ ძმურ ერს მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია
კახა კალაძე - კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება
პრემიერი - სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1 პროცენტამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში კომპანია "ტეზერის" შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო აქტიურად არის ჩართული ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, ეკონომიკური პარტნიორია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში"
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას
მარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი უზრუნველყოფს გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტს და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის პოზიციონირებას"
საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთბრუნვა 21%-ით, ხოლო კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
საქსტატი - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 4.3 პროცენტით მეტ მგზავრს მოემსახურა
საქსტატი - 2026 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 6.7 პროცენტით გაიზარდა
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ეკონომიკის სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი კომუნიკეს ავრცელებს
საქსტატი - იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტი 73.5 პროცენტით გაიზარდა
მარიამ ქვრივიშვილი: ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიასთან „სოკართან“
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა