ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

„რაც შეეხება ენერგეტიკას, ბევრი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის. მინდა, ვუსურვო ქართველ მოძმე ერს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 





მსგავსი სიახლეები
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში