სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშოშმინება მანდატურებსა და ადვოკატებს მოუხდათ.
„ამ მოღალატესთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. ეს არის რუსეთის, პუტინის მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემ გასაჩუმებლად. აქ მიდგას რუსი, ჩვენებას აძლევს ჩემ წინააღმდეგ, ივანიშვილი რუსი მასამართლებს", - განაცხადა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელთან ცხარე კამათის შემდეგ და პროცესი დატოვა.
დაპირისპირება გამოიწვია სააკაშვილის განცხადებამ, რომ ნოღაიდელი პუტინს ომის შემდეგ შეხვდა, თავი დაუხარა და ბოდიში მოუხადა. სააკაშვილის ამ განცხადებას ნოღაიდელის მწვავე რეაქცია მოჰყვა და მათი კამათი რამდენიმე წუთს გრძელდებოდა.
პროცესზე ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ 7 ნოემბერს საჯარისო ნაწილები იყვნენ მობილიზებული და ეს სააკაშვილის გადაწყვეტილების გარეშე არ მოხდებოდა.
„დღესავით ნათელია, რომ ესაა თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალი. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში წესრიგის აღსადგენად იყო, თითი არ გაუნძრევია ჯარს, ეს მტრისათვის საჩვენებლად იყო, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი და თავის დაცვა შეუძლია", - განაცხადა სააკაშვილმა ნოღაიდელის საპასუხოდ.
ამასთან, პროკურორმა დაუსვა კითხვა ნოღაიდელს, იცოდა თუ არა შს სამინისტროში 4 ნოემბერს გამართულ თათბირზე, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ 4 ნოემბერს შსს-ში თათბირზე ვერ ვიქნებოდი, რადგან საქართველოში არ ვიმყოფებოდი 7 ნოემბრამდე და თათბირთან დაკავშირებით ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძისგან მიიღო.
ამასთან, სააკაშვილმა მიმართა ნოღაიდელს, 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით რატომ აძლევდა სასამართლოს ჩვენებას მტკიცებით ფორმაში ვასილ მაღლაფერიძის მონაყოლზე დაყრდნობით.
„4 ნოემბრის საქმეზე მე არაფერი ვიციო. ვასილ მაღლაფერიძემ გითხრა და შენ, როგორც ფაქტს, ჰყვები. არ გაუჭირდებოდა ამის ჩაწერა ვასილს, სადაა ამის აუდიო ჩანაწერი, აქვს ვასილ მაღლაფერიძეს?" - მიმართა სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელს, რაზეც ნოღაიდელმა უპასუხა, რომ სასამართლო გაარკვევს, აქვს თუ არა მაღლაფერიძეს აუდიოჩანაწერი.
სააკაშვილმა ნოღაიდელს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „ვასილ მაღლაფერიძე არსებულ ვითარებაზე გამოხატავდა უკმაყოფილებას, იყო ოპოზიციურ განწყობაზე. იცი თუ არა ეს?"
ნოღაიდელის თქმით, „ვასილ მაღლაფერიძეს შექმნილ მდგომარეობაზე, კრიტიკულთან ერთად, დადებითი შეხედულებებიც ჰქონდა".
სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა პატარკაციშვილის რუსეთთან კავშირზე და აღნიშნა: „2007 წლის ნოემბერში ფედერალურმა სამსახურმა მოგვწერა, რომ თბილისში აპირებდნენ არეულობას. ფედერალური ბიუროს ინფორმაცია იყო. იცოდი, რომ პატარკაციშვილი რუსეთთან იყო დაკავშირებული?" ნოღაიდელმა კი უპასუხა: „ფული იქ იშოვა, მაგრამ მერე აღარ იყო მჭიდროდ დაკავშირებული".
სააკაშვილის კიდევ ერთ კითხვაზე, იცოდი თუ არა, რომ პატარკაციშვილს „ფეესბესთან" ჰქონდა კავშირი, ნოღაიდელმა განაცხადა: რატომ იყო თბილისში, „ფეესბეს" აგენტი თუ იყო? „ფეესბეს" პოლკოვნიკი თუ იყო, რატომ არ დაიჭირეთ?"
სააკაშვილმა ნოღაიდელს მიმართა: „ის იცი, რომ პუტინთან იყავი?" ნოღაიდელმა კი უპასუხა: „იმიტომ, რომ ურთიერთობები მოგვეწესრიგებინა". აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა ნოღაიდელს კვლავ მიმართა: „„ეკაჩავე?" „ებლატავე?" პუტინთან ჩავიდა ეს მოღალატე. უღალატა საქართველოს, დაასმინა და მოიხადა ბოდიში. ასეთი ხალხია ახლა ხელისუფლებაში, ასეთმა ხალხმა გაყიდა საქართველო. ამ კაცმა პუტინთან მოიხარა თავი".
სასამართლო დარბაზში დამსწრეების მხრიდან ისმოდა შეძახილები ზურაბ ნოღაიდელის მისამართით: „პუტინის მონა!"
მსგავსი სიახლეები
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა
,,სპეკულირებენ იმით, რომ ოთხი შვილის დედა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს''- ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე
სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში