ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს.
„ეკონომიკურ სფეროში ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს. ჩემს ვიზიტამდე ჩვენი თანამშრომლობის სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედე და მილიარდობით დოლარი იხარჯება საქართველოში, ზრდა არის შთამბეჭდავი. პირველი კვარტლის მაჩვენებლები ამას ადასტურებს. წლის ბოლოსთვის ჩვენ გადავაჭარბებთ რამდენიმე მილიარდს და საინვესტიციო კლიმატი ბიზნესს აძლევს საშუალებას, ინვესტიციები კიდევ უფრო გაზარდოს. 3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ჩვენ, შესაძლოა განვიხილოთ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე. გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა