პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
პლასტმასის ბოთლების ამოღებისა და ალტერნატიული სისტემის დანერგვის საკითხზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი განცხადებით, პროცესის დაჩქარებული ტემპით განხორციელება ეკონომიკურ რისკებს შეიცავს და აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომა.
„ეს საკითხი უნდა იყოს ღრმად შესწავლილი. შეიძლება, პარალელურ რეჟიმში, მცირე მასშტაბით დაიწყოს პლასტმასის ბოთლების ამოღება, ისიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რათა მანამდე მოემზადოს შესაბამისი სექტორი და შეიქმნას ის ობიექტები, რომლებიც ჩაიბარებენ ამ მინის ბოთლებს.
მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ბოთლში მოთავსებული პროდუქტის ფასი და იმ ჭურჭლის ფასის ამოღება მწარმოებელმა შეძლოს მაშინ, როცა ბოთლი უკან ჩაბარდება. შემდეგ ჩამბარებელმა ობიექტმა უნდა უზრუნველყოს, რომ გასუფთავებული მინის ჭურჭელი ისევ წარმოებაში დაბრუნდეს - საუბარია მილიონობით ჭურჭელზე.
გამოსავალი არის ის, რომ შევთანხმდეთ ვადებზე და იმ დეტალებზე, რასაც ბიზნესსექტორი გაითვალისწინებს. გვქონდა შეხვედრები ექსპერტებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, და აქედან გვაქვს ეს ინფორმაცია.
ეკონომიკურადაც დამაზიანებელი იქნება ამ ტემპით მთავრობის დადგენილების აღსრულებაში შესვლა. მიზანი გასაგებია - გარემოს დაცვა მაღალ დონეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა შევიქმნათ ორჯერ და სამჯერ უფრო დიდი პრობლემა.
ჩვენი მიდგომა განსხვავებულია, თუმცა არა ისე, რომ უბრალოდ ვთქვათ, ეს პროცესი არ ვარგა და ალტერნატიული გზა არ შევთავაზოთ. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ალტერნატიული გზა - სხვა შემთხვევაში კრიტიკას არ მივმართავთ ხოლმე," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა