,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შუა დერეფნის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც მახაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ შუა დერეფნის საკითხის გამო აქტიურად იმართება შეხვედრები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სხვადასხვა დონეზე, რადგან ეს სიტყვა - „შუა დერეფანი" კონკრეტულ საქმეებში იყოს გადათარგმნილი და არ იყოს ცარიელი სიტყვები.
„სამხრეთ კავკასია ნამდვილად ყალიბდება არ მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობად, ის უკვე გადაიქცა მსოფლიოში ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად. გადაიქცა იმის გამო, რომ დიდი სავაჭრო გზები არის დაკეტილი. ჩრდილოეთით - რუსეთ-უკრაინის გამო, სამხრეთში - ირანში მიმდინარე დაპირისპირების გამო, ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირების გამო. ბუნებრივად, ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ გარემოში, სადაც ორი უზარმაზარი ეკონომიკური ცენტრი, ეს აღმოსავლეთ აზია და ზოგადად ევროპა ერთმანეთს უკავშირდებიან სამხრეთ კავკასიის საშუალებით. ეს რეგიონი გადაიქცა ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად.
2021 წლიდან შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ამ რეგიონზე, რაც ნიშნავს დატვირთვას ჩვენი აეროპორტების, სახმელეთო გზების, რკინიგზის, პორტების. ამიტომ არის გაჩენილი მოთხოვნები ახალ პორტებზე, აეროპორტებზე, გაუმჯობესება საგზაო, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის და ა.შ. როდესაც ჩვენ, მათ შორის აზერბაიჯანთან ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, აქ უნდა ითქვას აუცილებლად, რომ ეს შუა დერეფანი ცარიელი სიტყვა არ არის და უნდა იყოს შევსებული კონკრეტული რაღაცებით. როდესაც 7-ჯერ გეზრდება ტვირთბრუნვა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი დაწოლაა შენს საბაჟოზე, პორტებზე და ა.შ. ასე რომ მაქსიმალურს ვაკეთებთ აზერბაიჯანთან ერთად, რომ როდესაც ტვირთი შემოდის პორტში, ბაქომდე ნაკლები ბიუროკრატიითა და საგადასახადო ტვირთით და ა.შ. გაიაროს ამ ტვირთმა დერეფანი. ასევე - პირიქით. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი ვიზიტიც", - აღიშნა მახაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა, ივანიშვილის დიქტატურის მოშორების შემდეგ, აფხაზეთი დაბრუნდება, მჯერა, დედაქალაქი სოხუმი უნდა იყოს
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება
მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა