ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი. დონალდ ტრამპის თქმით, შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს.
"მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს შესაძლოა, ხვალ, ღამით მოხდეს"- აცხადებს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში, ორი ამერიკელი სამხედროს გადარჩენის ოპერაციას ისტორიული უწოდა.
"ხშირად, 200 კაცს აგზავნი ერთი ადამიანის გადასარჩენად და ეს ისეთი რამ არის, რასაც, მიუხედავად სურვილისა, იშვიათად ცდილობენ, რადგან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ცუდი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ორი ადამიანის გადასარჩენად ვიმოქმედეთ. შეიძლება, მსგავსი რამ აქამდე არც უცდიათ, მაგრამ ჩვენ ვცადეთ და შევძელით. გვყავდა ძალიან ძლიერი პროფესიონალები, თუმცა ცოტა იღბალიც დაგვეხმარა. ასევე დაგვეხმარა ბევრი ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანები. ამ ოპერაციაში მონაწილეობა დიდი პატივი იყო. ეს ისტორიული გადარჩენის ოპერაციაა და ისტორიაში ჩაიწერება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ირანში „ნავთობის მითვისების" შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, „სურს თუ არა ეს ამერიკულ საზოგადოებას"
„ჩემი ნება რომ იყოს, მე უბრალოდ ნავთობის აღება მსურს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად უნდა ეს ამერიკელ ხალხს. მათ სურთ, რომ შევიდეთ, გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია და შემდეგ გამოვიდეთ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მსგავსი სიახლეები
ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს - ტრამპი
,,ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ''- დონალდ ტრამპი
,,სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს''- დიმიტრი პესკოვი
სერბეთმა „თურქეთის ნაკადთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებასთან უკრაინის კავშირი უარყო
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი
,,მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს''-ირანის პარლამენტის სპიკერი
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო
INSA: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამჟამად გერმანიის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა
აშშ-ში ირანელი სამხედრო ლიდერის, ყასემ სოლეიმანის ნათესავები დააკავეს - მარკო რუბიომ მათ "მწვანე ბარათები" ჩამოართვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანთან გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, შეამციროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი ირანული სამიზნე დაბომბეს
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, კონფლიქტების მიმართ გულგრილები ნუ გახდებიან
,, მან დაზიანებები მიიღო, თუმცა ყველაფერი რიგზე ექნება''- ტრამპი ირანში დაკარგული ამერიკელი მფრინავის გადარჩენის შესახებ
პოლიციამ თელ-ავივში ანტისაომარი მიტინგი დაშალა
სომხეთის პარლამენტის სპიკერი - თუ რუსეთი გაზის საფასურს გაზრდის, სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ირანის გარშემო კონფლიქტი გეოსტრატეგიულ ჩიხშია შესული
,,აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს''-აბას არაღჩი
ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
სპარსეთის ყურეში ომის დაწყებიდან დღემდე 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 365 სამხედრო პირი-THE WALL STREET JOURNAL