სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

 

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია", - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.

„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც.

ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს.

თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
„დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
,,ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს''- ზურაბ ნოღაიდელი
პლასტმასის ბოთლების ამოღება ეტაპობრივად და ბიზნესის მზადყოფნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს - გურამ მაჭარაშვილი
ილჰამ ალიევი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას საუბარი გვქონდა ახალ რეალობაზე, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
ილჰამ ალიევი - შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია
ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს დამიძახებს! -ზურაბ ნოღაიდელი
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას
ილჰამ ალიევი - ვისარგებლებ შემთხვევით და მიღწეულ წარმატებებს მივულოცავ საქართველოს პრემიერსა და მთავრობას, თვალსაჩინოა ეკონომიკური ზრდა, თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა