,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაზე ისაუბრა.
მან ჩამოთვალა ის ძირითადი ქმედითი მიმართულებები, რომლის შესრულების ვალდებულებას სახელმწიფო იღებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის კუთხით.
"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის, ვინაიდან ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია შექმნილი ამ თემის მიმართ და, ზოგადად, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. თქვენის ნებართვით, პატარა შესავალს გავაკეთებ - გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ. უკვე მიმდინარე წელს, მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დამტკიცდა, საიდანაც ორს გამოვარჩევდი - მთავრობის 412-ე განკარგულება და მთავრობის 92-ე დადგენილება, რომელიც ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას ამტკიცებს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ნორმატიული აქტებით და ამ პოლიტიკური ნებით, ჩვენ შევქმენით უპრეცედენტო მდგომარეობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ პოპულაციის მართვა განვახორციელოთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ჰუმანური მეთოდებით. ასეთია ოთხი ძირითადი, ქმედითი მიდგომა, რომელსაც ეს კანონმდებლობა აწესებს: პირველ რიგში, იმ სამ ლოკაციაზე სადაც, დღეის მდგომარეობის, არ არის თავშესაფრები, დამატებით სამი თავშესაფრის მშენებლობა, ასევე, სამი არსებული თავშესაფრის ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - მიმდინარე წელს, გათვალისწინებულია 102 000 ძაღლის იდენტიფიკაცია, 3-წლიან ჭრილში არის გათვალისწინებული, ჯამში, 240 000 ძაღლის იდენტიფიკაცია.
ასევე, რაც ყველაზე მთავარია, პატრონიანი ცხოველების - ამ შემთხვევაში ძუ ძაღლები იგულისხმება - სტერილიზაცია - მიმდინარე წელს ეს ციფრი არის 13 000, ხოლო სამწლიანი პროგრამის ფარგლებში - 40 000. ასევე, უპატრონო ცხოველების სტერილიზაცია კასტრაცია - წელს იგეგმება 36 000, სავარაუდო გეგმით, ხოლო ჯამურად - 112 000. - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეიცვალა კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. შეიქმნა ახალი "ფეისბუკ" გვერდი, რომელსაც ძაღლების ჰიპერპოპულარიზაციის პროგრამა ჰქვია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, იხილოს აღნიშნული გვერდი. იქ, წინდაწინ, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელ ლოკაციებზე იქნება წასული ჩვენი საველე ჯგუფი. ანუ, თუ რომელ ლოკაციებზე გამოცხადდებიან და დაიწყებენ, როგორც მიუსაფარი და უპატრონო, ასევე მიკედლებული ცხოველების შესაბამის მანიპულაციას.
რა არის ეს მანიპულაცია? საპილოტე პროგრამის ფარგლებში და პროგრამის მიმდინარე წლის სატესტო პერიოდში, როგორც უპატრონო, ასევე მიკედლებული ცხოველების გადაყვანა ხდებოდა თავშესაფარში. ამან გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვია საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო საჭირო უკვე გასტერილებული ცხოველების გადაყვანა თავშესაფარში. აქვე, მინდა განვმარტო, რომ პროგრამა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციას არ ითვალისწინებს, ის ასევე ითვალისწინებს ცხოველის კლინიკურ შეფასებას, ვაქცინაციას, იდენტიფიკაციას, ან თუ უკვე იდენტიფიცირებულია, ცხოველთა ბაზაში შეყვანას და შემდგომ დაბრუნებას ტერიტორიაზე. ვინაიდან ის ჯგუფები, რომლებიც იყვნენ მინდორში, ამ ჯგუფებთან ერთად არ იყო ვეტერინარი და ამ ცხოველების გადაყვანა ხდებოდა თავშესაფარში, სრულყოფილი დაკვირვება, სტერილიზაცია-კასტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი მანიპულაცია, რომელიც რეალურად არის მხოლოდ ვაქცინაცია და უკან დაბრუნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვეფასებინა, ის ცხოველები, რომლებსაც უკეთიათ საყურე ნიშანი ნამდვილად არიან სტერილიზებულები და კასტრირებულები თუ არა, ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საყურე ნიშანი და მათი სტატუსი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, თუმცა ეს შემთხვევები იყო საკმაოდ მცირე, რამაც თამამად მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ პროგრამის ეს ნაწილი შეგვეცვალა.
ჩვენ საველე ჯგუფებს დავუმატეთ ვეტერინარი, რომელიც იდენტიფიცირებულ და სტერილურ ცხოველებს ადგილზე ჩაუტარებს ვაქცინაციას, ხოლო არასტერილურ ცხოველებს გადაიყვანს თავშესაფარში. სქესიდან გამომდინარე, მოხდება მათი სტერილიზაცია-კასტრაცია და, რეაბილიტაციის პერიოდის გასვლის შემდგომ, ეს ცხოველები უბრუნდებიან იმავე ლოკაციას. ეს ტერიტორიები წინასწარ არის ცნობილი ყველა დაინტერესებული პირისთვის", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი აღდგომის დღეებში - მერიის განცხადება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა
პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს
რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება - კახა კალაძე
აზერბაიჯანის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
შეხვედრა ახალგაზრდებთან ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ამინდის პროგნოზი
ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ
იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა
მოხდა ხალხში საოცარი გამონათება - ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში - მეუფე შიო
5 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით