ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო

ისნის რაიონში, ჩოლოყაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნების მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სატურნირო და სავარჯიშო სკეიტმოედნები, 7×7-ზე ფეხბურთისა და პადელის მოედნები, ასევე, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტერიტორიაზე არსებულ ორ ამორტიზებულ კორტს.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„ისანი-სამგორის კომპლექსური ცენტრის ტერიტორიაზე გასულ წელს რამდენიმე კორტის მშენებლობა განვახორციელეთ, თუმცა ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და დავგეგმეთ, რომ ის დარჩენილი ტერიტორია, რაც აღნიშნულ ცენტრს ჰქონდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ტერიტორიას დაემატა პადელის კორტები, ჩოგბურთის ორი ღია და ორი დახურული მოედანი, ასევე, მოეწყო საფეხბურთო მოედანი. დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო დედაქალაქში ყველაზე დიდი სკეიტ პარკი. ძალიან კარგი სპორტული ცენტრია, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ასაკის ადამიანმა ივარჯიშოს. ჩვენ მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მიხარია, რომ უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა იყენებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, დიდი ყურადღება ეთმობა სპორტს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

„ის შედეგები, რაც გვაქვს სპორტში სხვადასხვა მიმართულებით, შემთხვევითი არ არის. ამდენი ოქროს მედალი, გამარჯვება, წარმატება, რა თქმა უნდა, ყველაფერი თანხვედრაშია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა რაიონებში, ქალაქებში, დედაქალაქში, რათა ახალგაზრდებს, ბავშვებს ჰქონდეთ ნორმალურ პირობებში ვარჯიშის შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. გვინდა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში არსებობდეს სივრცეები, სადაც ახალგაზრდები სპორტით და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდებიან", - აღნიშნა თბილისის მერმა.

სამუშაოები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა აწარმოვა. პროექტის ღირებულება შეადგენს 6 მილიონ ლარს.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერთან ერთად კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ისნის გამგებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს -მომსახურების სააგენტო
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მარხვის შემდეგ მძიმე საკვების მონელებაში და სიმსუბუქის შენარჩუნებაში
ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი აღდგომის დღეებში - მერიის განცხადება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა
პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს
რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება - კახა კალაძე
აზერბაიჯანის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 30 ოჯახს გადასცა
შეხვედრა ახალგაზრდებთან ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ამინდის პროგნოზი
ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
,,როდესაც პატრიარქმა მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო: ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ყველა ცოდვამ და მანკიერებამ