ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან

 

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე ირანელები ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან იკრიბებიან.

მედიის მიერ გავრცელებულ სურათებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ იკრიბება ათობით ადამიანი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ ობიექტებთან. ირანელები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, აჰვაზში მდებარე თაღოვანი ხიდის გასწვრივ არიან შეკრებილი, კიდევ ერთ ფოტოსურათზე კი ჩანს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თეირანთან ახლოს, შაჰიდ რაჯაის ელექტროსადგურის წინ დგანან.

ცნობისთვის, დღეს ირანის მთავრობამ სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლებს ელექტროსადგურების გარშემო შეკრებისკენ და ცოცხალი ჯაჭვის შეკვრისკენ მოუწოდა. ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის" ცნობით, ირანის ხელისუფლებამ ეს მოწოდება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ და ისრაელი ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით იმუქრებიან.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი - მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ
„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა
თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან
The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო
ჯეი დი ვენსი - ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა
ჯეი დი ვენსი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მარცვალი მაშინ დაითესა, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ აღმოსავლეთიდან მომავალ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ეს უზარმაზარი შეცდომაა
მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება, არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება -დონალდ ტრამპი
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთში აშშ-სთან დაკავშირებული ნავთობქიმიური კომპლექსების წინააღმდეგ
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს -The Times
ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს - ტრამპი
,,ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ''- დონალდ ტრამპი
,,სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს''- დიმიტრი პესკოვი
სერბეთმა „თურქეთის ნაკადთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებასთან უკრაინის კავშირი უარყო
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი
,,მსგავსი ომის დანაშაულით თეთრი სახლი ვერაფერს მიიღებს''-ირანის პარლამენტის სპიკერი
ევროპის მასშტაბით გახშირებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა დაჯგუფება „აშაბ ალ-იამინმა“ აიღო