დონალდ ტრამპი - მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ
ბუდაპეშტში ორბანის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, რომელსაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ესწრებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სატელეფონო ჩართვის საშუალებით გამოუცხადა მხარდაჭერა.
დონალდ ტრამპს ჯეი დი ვენსმა დაურეკა და მისი განცხადება ორბანის მხარდამჭერებს მოასმენინა.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაახლოებით ხუთი ათასი უნგრელი პატრიოტი გისმენთ და ვფიქრობ, მათ თქვენ ვიქტორ ორბანზე მეტადაც კი უყვარხართ", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს შესანიშნავი ადამიანი უწოდა, განაცხადა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ორბანის გვერდითაა.
„მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, შემიძლია, გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე, კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. როგორც ჩანს, დიდი შეკრებაა და ეს ისეთი ხალხია, როგორიც მე მომწონს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ჩართვის დროს.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, სწორედ ვიქტორ ორბანის დამსახურებაა, რომ უნგრელ ხალხს არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანას, რომლებმაც სხვებს მათ ტერიტორიაზე შეჭრის უფლება მისცეს.
„თქვენ არ გაქვთ ის პრობლემები, რაც ამდენ სხვა ქვეყანას აქვს, რადგან დაუშვეს მათი ქვეყნების დაპყრობა. ეს პრობლემა სწორედ ვიქტორ ორბანის გამო არ გაქვთ, ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც პრობლემა არ გაქვთ. მასზე დიდი ზეწოლა იყო და სხვა ქვეყნებმა დიდი შეცდომები დაუშვეს. ასე რომ, გისურვებთ დიდ წარმატებას და ყველანი მიყვარხართ", - განაცხადა ტრამპმა.
მსგავსი სიახლეები
The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება
გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ომის დანაშაულების შემცველ მუქარებს თუ შეასრულებს, თეირანი უმოქმედოდ არ დარჩება, დაუყოვნებლივ და პროპორციულ ზომებს მიიღებს
დონალდ ტრამპი - მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ
„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა
თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან
The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო
ჯეი დი ვენსი - ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა
ჯეი დი ვენსი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მარცვალი მაშინ დაითესა, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ აღმოსავლეთიდან მომავალ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ეს უზარმაზარი შეცდომაა
მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება, არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება -დონალდ ტრამპი
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთში აშშ-სთან დაკავშირებული ნავთობქიმიური კომპლექსების წინააღმდეგ
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს -The Times
ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს - ტრამპი
,,ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ''- დონალდ ტრამპი
,,სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს''- დიმიტრი პესკოვი
სერბეთმა „თურქეთის ნაკადთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებასთან უკრაინის კავშირი უარყო
ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
„ეს ნატო-სთვის გამოცდა იყო. მე ისინი არ მჭირდებოდა, მაგრამ მინდოდა მათი გამოცდა -დონალდ ტრამპი