The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს კვლავ „აბსოლუტურ წარმატებად" ახასიათებს და სულ ახლახან, ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საქმეები „დაუჯერებლად კარგად" მიდის, ხოლო თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ თეირანი აშშ-ის ძალების მიერ „შერცხვენილი და დამცირებულია", - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
თუმცა, ირანის მიერ გამანადგურებელ F-15E-ს ჩამოგდებამ და მაღალი რისკის მქონე სამაშველო ოპერაციამ აჩვენა, რომ თეირანი კვლავ ინარჩუნებს აშშ-ის სამხედრო პერსონალისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.
აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების თქმით, ამან ეჭვქვეშ დააყენა ჰეგსეტის მიერ ბოლო კვირებში გავრცელებული სტატისტიკა, რომლითაც ის ირანის ცაზე „სრულ კონტროლსა" და „დაუბრკოლებელ საჰაერო სივრცეზე" ტრაბახობდა.
ქაოტურმა, თუმცა წარმატებულმა სამაშველო ოპერაციამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ ჰეგსეტის არაერთგზის განცხადებები საჰაერო დომინირების შესახებ სერიოზულ დათქმებს შეიცავს.
ამან ტრამპის ადმინისტრაციაში კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მისი გზავნილები ომის შესახებ ზედმეტად ოპტიმისტურია და არსებობს რისკი, რომ მათ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საზოგადოება, ასევე თავად პრეზიდენტი.
„პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტს სიმართლეს არ ეუბნება", - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. „ამის შედეგად კი, პრეზიდენტი საჯაროდ იმეორებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას".
მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეტი კვირების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ირანს „საჰაერო თავდაცვა არ გააჩნია" და აშშ-ის საჰაერო შეჭრების წინააღმდეგ „არაფრის გაკეთება" არ შეუძლია, ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღიარა, რომ F-15 ტიპის გამანადგურებელი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ პარასკევს ირანმა ასევე ჩამოაგდო მოიერიშე თვითმფრინავი A-10, თუმცა მისმა პილოტმა მოახერხა, ხომალდი მეგობრულ საჰაერო სივრცემდე მიეყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა უსაფრთხო კატაპულტირება.
სტიმსონის ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა, კელი გრიკომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და სტაციონარული სარაკეტო თუ რადარული სამიზნეები, F-15-ის ჩამოგდება სწორედ ის შემთხვევაა, „როდესაც გაქვს საჰაერო უპირატესობა, მაგრამ არ გაქვს სრული საჰაერო ბატონობა".
ჰეგსეტის რიტორიკა მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ დენ კეინის პოზიციასთან, რომელსაც არც კი უგულისხმია, რომ ამერიკელ პილოტებს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება მტრის საფრთხეებზე დარდის გარეშე შეუძლიათ.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რომლებიც სხვების მსგავსად ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობისას, შეშფოთება ჰეგსეტის სამხედრო გზავნილების გამო სცილდება მხოლოდ მის მტკიცებებს აშშ-ის საჰაერო დომინირების შესახებ.
მათი თქმით, დავის მთავარი საგანია ჰეგსეტის მიერ იმ ძალისხმევის შეფასება, რომელიც მიმართულია ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამების განადგურებისკენ.
გასულ თვეში, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო და დრონების პროგრამები „თითქმის მთლიანად განადგურებულია".
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებით, რომლის შინაარსიც ამ დოკუმენტში ჩახედულმა სამმა პირმა გააჟღერა, ქვეყნის სარაკეტო გამშვები დანადგარების ნახევარზე მეტი კვლავ ხელუხლებელია, ხოლო ირანის არსენალში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ე.წ. „კამიკაძე" დრონი.
მსგავსი სიახლეები
რომის პაპი - იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია
არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას - გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი
The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება
გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ომის დანაშაულების შემცველ მუქარებს თუ შეასრულებს, თეირანი უმოქმედოდ არ დარჩება, დაუყოვნებლივ და პროპორციულ ზომებს მიიღებს
დონალდ ტრამპი - მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ
„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა
თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან
The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო
ჯეი დი ვენსი - ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა
ჯეი დი ვენსი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მარცვალი მაშინ დაითესა, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ აღმოსავლეთიდან მომავალ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ეს უზარმაზარი შეცდომაა
მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება, არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება -დონალდ ტრამპი
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თავდასხმა განახორციელეს საუდის არაბეთში აშშ-სთან დაკავშირებული ნავთობქიმიური კომპლექსების წინააღმდეგ
სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს მახლობლად, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
მოჯტაბა ხამენეი მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქ ყუმში მკურნალობს -The Times
ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და შესაძლოა, ეს სამშაბათს, ღამით მოხდეს - ტრამპი
,,ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ''- დონალდ ტრამპი
,,სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს''- დიმიტრი პესკოვი
სერბეთმა „თურქეთის ნაკადთან“ ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსებასთან უკრაინის კავშირი უარყო