დიდი ოთხშაბათი - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
|
ვნების კვირის დიდი ოთხშაბათი ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა. ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს. ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან. ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ. კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.
დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა. რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა. |
მსგავსი სიახლეები
დიდი ოთხშაბათი - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
8 აპრილის ამინდის პროგნოზი
8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
8 აპრილს გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
მიტროპოლიტი საბა - მეუფე შიოს მოსაყდრედ წარდგინება არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, პატრიარქმა ის ბევრი კრიტერიუმის გამო აირჩია
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს -მომსახურების სააგენტო
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მარხვის შემდეგ მძიმე საკვების მონელებაში და სიმსუბუქის შენარჩუნებაში
ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი აღდგომის დღეებში - მერიის განცხადება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა
პენიტენციური სამსახური სააღდგომო ამანათში დასაშვები საკვები პროდუქტების ჩამონათვალს აქვეყნებს
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს
რუსთავი-მარტყოფის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება - კახა კალაძე