თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა - დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას დათანხმდა.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მზადაა შეაჩეროს დაგეგმილი "დამანგრეველი" დარტყმები ირანზე ორი კვირის ვადით, იმ პირობით, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს სრულ დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას უზრუნველყოფს:

"პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, რომელთაც მთხოვეს, შემეჩერებინა ირანის წინააღმდეგ ამაღამ დაგეგმილი დამანგრეველი დარტყმა, იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!

ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო მიზანს. ასევე, ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან. ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამუშაო საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. აშშ-სა და ირანს შორის თითქმის ყველა წარსული სადავო საკითხი შეთანხმებულია, ხოლო ეს ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს.

როგორც პრეზიდენტისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით და ასევე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის რანგში, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ასე ახლოსაა. გმადლობთ ყურადღებისთვის!" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

 





მსგავსი სიახლეები
ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი შესაძლებლობა. ჩაიწერონ -პიტ ჰეგსეტი
ყაზახეთის პრეზიდენტი აღმოსავლეთში სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება
ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს -დონალდ ტრამპი
„ბიბისი“ ირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს
ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა - „ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს, ჩვენი ხელები კვლავ სასხლეტზეა და მტრის მცირედ შეცდომასაც სრული ძალით ვუპასუხებთ“
აშშ-მა ირანში ყველა შეტევითი ოპერაცია შეაჩერა -The Wall Street Journal
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიაცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება
თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა - დონალდ ტრამპი
რომის პაპი - იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია
არ არსებობს სამხედრო მიზანი, რომელიც გაამართლებს საზოგადოების ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას ან მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტანჯვას - გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი
The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება
გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ომის დანაშაულების შემცველ მუქარებს თუ შეასრულებს, თეირანი უმოქმედოდ არ დარჩება, დაუყოვნებლივ და პროპორციულ ზომებს მიიღებს
დონალდ ტრამპი - მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ
„ბლუმბერგი“ - რუსული ნავთობის ფასმა ბოლო 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ერთ ბარელზე 116 დოლარი შეადგინა
თეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
ირანში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე მოქალაქეები სტრატეგიულ ობიექტებთან იკრიბებიან
The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო
ჯეი დი ვენსი - ძალიან ირონიულია, რომ ამა თუ იმ ლიდერს პრორუსობაში ის ადამიანები ადანაშაულებენ, რომლებმაც თავად შექმნეს ევროპაში ენერგეტიკულად სუსტი პოლიტიკა
ჯეი დი ვენსი - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მარცვალი მაშინ დაითესა, როდესაც ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ აღმოსავლეთიდან მომავალ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ეს უზარმაზარი შეცდომაა