"დიპ სტეიტის" საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს-შათირიშვილი

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე ამცნობს და განმარტავს, თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე.

შათირიშვილის თქმით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა „სოციოლოგიური კვლევებით" ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს.

„ერთი მხრივ, „დიპ სტეიტმა" ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად, დაუფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ, „დიპ სტეიტმა" ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს „ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა" უწოდა. საბოლოო ჯამში, შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს.

საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა - „დიპ სტეიტის" საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე „დიპ სტეიტის" ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდით, „სოციოლოგიური კვლევებით" ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა აშშ-ს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს", - ვკითხულობთ შათირიშვილის წერილში.

 





მსგავსი სიახლეები
მთელი ჩვენი ისტორია იყო ადგილისთვის ბრძოლის ისტორია - ეს ბრძოლა გრძელდება და ის მოსაგებია - რამაზ საყვარელიძე
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის, რომ გამოიკვეთა, ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი კირცხალია - გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
გია ვოლსკი - ამბობენ, რომ 26 მაისს „მშვიდობიანი“ აქცია იქნება, თუმცა ასეთივე „მშვიდობიანი“ იყო 4 ოქტომბერსაც, ახლა მშვიდობიან დაპირისპირებას გეგმავენ
მიხეილ სააკაშვილი - ალიანსის დაანონსებული აქცია ყველა პარტიული და უპარტიო ადამიანის მხარდაჭერას იმსახურებს, მთავარია, ყველაფერს მოჰყვეს გაგრძელება და ერთჯერადი ქმედებებით არ შემოვიფარგლოთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას ადარდებს, რომ შეიძლება, გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მათი ე.წ. პროდასავლური არსი, პროდასავლური მისწრაფებები სრული ფარსია
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
ნიკა გვარამია - არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, არ ვაპირებთ, მორჩილება გამოვუცხადოთ იმას, რაც კანონის მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვა, გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში, ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
სოზარ სუბარი: რუსთაველის გამზირს ძალიან ბევრი მიტინგი ახსოვს და ძალიან ბევრი დარბევაც, მაგრამ 2011 წლის 26 მაისს, განსხვავებით ყველა სხვა მსგავსი ღონისძიებისგან, ხალხს არ დაუტოვეს გასაქცევი
ვინ არის ფოლად ომაროვი, ვის გამოც, აშშ-ში მყოფმა გიორგი კანდელაკმა საქართველო ტერორიზმში დაადანაშაულა
ეს მხოლოდ ცუდი საქციელი და დეზინფორმაცია არაა, ესაა პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი - გიორგი ვოლსკი
,,თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს ''- ცოტნე ივანიშვილი
გიორგი კანდელაკის "კვლევაზე" დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს
თბილისის მერია - 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების, მათ შორის სცენის მოწყობა დაუშვებელი იქნება
,,26 მაისის აქციასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე - წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან''- შსს
შალვა ნათელაშვილი: მაკრონი როტშილდების დასმულია, როტშილდების გამოზრდილი ლაწირაკია, რომელმაც შეარცხვინა საფრანგეთი
რაგინდ დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი გააღვივოს და დააყენოს გადარჩენის გზაზე - პატრიარქი