მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში -მიხეილ სააკაშვილი
ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, ჩემი თანამებრძოლი გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი ახალ თანამდებობაზე უკრაინაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავებისა და უცხოეთიდან ექსტრადირების მიმართულებით იმუშავებს.
„ზურაბ ადეიშვილი გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე - უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.
ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.
წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც ხუთი წელი იყო ჩემი გუნდის წევრი კიევში და ოდესაში", - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს იფარებს, საშუალება თუ მიეცემათ, ეცდებიან, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნონ
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ფოსტა, რომელმაც შარშანდელი წელი შვიდი მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია
მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში -მიხეილ სააკაშვილი
"დიპ სტეიტის" საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს-შათირიშვილი
Euronews: როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში
რომან კაკულია: უნდა გავარკვიოთ, რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ
"ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, რომ აზერბაიჯანი არის უახლოესი მეგობარი და პარტნიორი ჩვენი სახელმწიფოსი" - ირაკლი ფავლენიშვილი
"ლელო-ძლიერი საქართველო" - მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ ტრამპის სახელი და გახდეს "ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის
გია ვოლსკი - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფანში საქართველოს როლს ხაზი გაუსვა, ფაქტი, რაზეც პრეზიდენტი ალიევი საუბრობს, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
„დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია იზრდება
სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
ილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია
ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს ცენტრში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკა უარს ამბობს ნატო-ზე და საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად შექმნის უსაფრთხოების არქიტექტურას. რომელ გაერთიანებაში ვაპირებთ ჩვენ შესვლას? ან ვინ გვიღებს, ან სადღა შევალთ?
,,სამხრეთ კავკასიის დერეფანი უკვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ სავაჭრო არტერიად და ერთადერთ ყველაზე უსაფრთხო ჟანგბადის ხაზად გადაიქცა,''- ლევან მახაშვილი
“საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის