წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა: მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში გარეული ცხოველის მელიის პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი.
„მიმდინარე წლის 6 აპრილს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორის მოკვლევით დადგინდა, რომ ცოფით დაავადებული მელა ოთხმა უპატრონო ძაღლმა დაგლიჯა.
დაავადების გავრცელების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო საკარანტინო ღონისძიებები - ინფექციის კერის დეზინფექცია, დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო ცხოველების იზოლირება და თავშესაფარში გადაყვანა.
მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ცოფის სამი შემთხვევა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა) ცრის.
ცოფის პრევენციისა და საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ყოველწლიურად აცრან საკუთარი შინაური ბინადარი ცხოველები (ძაღლი, კატა) ცოფის საწინააღმდეგოდ; ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად ადასტურებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და სრულად აღმოფხვრაში", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა: მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული -მთაწმინდის რაიონის გამგეობა
დიდი ოთხშაბათი - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
8 აპრილის ამინდის პროგნოზი
8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
8 აპრილს გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
მიტროპოლიტი საბა - მეუფე შიოს მოსაყდრედ წარდგინება არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, პატრიარქმა ის ბევრი კრიტერიუმის გამო აირჩია
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს -მომსახურების სააგენტო
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მარხვის შემდეგ მძიმე საკვების მონელებაში და სიმსუბუქის შენარჩუნებაში
ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი