დააკავეს პირები, რომელთაც გარდაცვლილი სტუმრის ცხედარი ტყეში დატოვეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისათვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი: 1992 წელს დაბადებული ი.მ. და 1985 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს.

„გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 აპრილს თბილისში, გვიან ღამით, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა 1995 წელს დაბადებული ზ.ა. მოგვიანებით, ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი - გ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა დაადგინეს და ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ზ.ა.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, დააკავეს დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, იძებნება მამა - ისიც საქართველოს მოქალაქეა - პოლონური მედია
ამირან სალუქვაძე: 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!
,, ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში სინანული არ მოგვისმენია ''- გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა
სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დააკავეს პირები, რომელთაც გარდაცვლილი სტუმრის ცხედარი ტყეში დატოვეს - შსს
2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში რჩება
შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს: ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აფგან სადიგოვზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
პროკურატურამ ქრთამის აღებისთვის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა -სუს-ი