ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზის" ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გიორგი კალანდარიშვილი საქველმოქმედო ფონდის დღის ცენტრს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. ისინი ფონდის ბენეფიციარებს შეხვდნენ, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით სააღდგომო ნობათი გადასცეს და დამდეგი აღდგომა მიულოცეს. გიორგი კალანდარიშვილი ცენტრის ბენეფიციარებს, როგორც მომავალ ამომრჩევლებს, არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა და იმ საგანმანათლებლო პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.
ფონდის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და მას ფონდის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები გადასცა.
ამჟამად "მომავლის გზას" 45 ბენეფიციარი ჰყავს. ფონდის ბენეფიციარები არიან მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა" 25 წელია ფუნქციონირებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად ჩართულია სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქციებში. საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას" საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკვე მეორედ სტუმრობდა. მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების განხორციელებას ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა: მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული -მთაწმინდის რაიონის გამგეობა
დიდი ოთხშაბათი - იუდასგან ქრისტეს გაცემის დღე - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
8 აპრილის ამინდის პროგნოზი
8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
8 აპრილს გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
მიტროპოლიტი საბა - მეუფე შიოს მოსაყდრედ წარდგინება არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება, პატრიარქმა ის ბევრი კრიტერიუმის გამო აირჩია
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს -მომსახურების სააგენტო
როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს მარხვის შემდეგ მძიმე საკვების მონელებაში და სიმსუბუქის შენარჩუნებაში
ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო
,,წელს, იგეგმება 36 000 უპატრონო ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია- შექმნილია Facebook გვერდი - ძაღლების ჰიპერ პოპულარიზაციის პროგრამა''- ლაშა ავალიანი
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი აღდგომის დღეებში - მერიის განცხადება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა