,, ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში სინანული არ მოგვისმენია ''- გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული, - ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველასთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია.
„საუბარი იყო დახმარებაზე, არ მიგვიტოვებიაო, მაგრამ სასამართლო აკვირდებოდა გარემოებებს, ახალგაზრდა ადამიანი არასრულწლოვანი ბრალდებულების ქმედებით აღარ არის ცოცხალი და სასამართლომ ვერ მოისმინა სინანული. ბრალდებულებს რომ ეთქვათ ერთი სიტყვა, თუნდაც ბოდიში, სასამართლოს არ მოუსმენია. მობილური ტელეფონი სასწრაფოში დასარეკად არ გამოუყენებიათ, ტელეფონი გადასაღებად გამოიყენეს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირის დამცირება მოახდინეს. ყოველივე, რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, მთელი ამ პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში არ მოგვისმენია სინანული. მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი შესვენების დროს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს „თვალებს უქაჩავდნენ", მოწმისგანაც მოვისმინეთ, მოწმეზეც იყო აგრესიული გამოხატულება. სასამართლო მიანიშნებს, რომ აღარ არის ცოცხალი ახალგაზრდა ადამიანი ისევ ახალგაზრდა ადამიანების მეშვეობით. სასამართლო, რომელიც ახლა სასჯელს გამოაცხადებს, დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ცხოვრებაში ნორმად მიაჩნია. მხოლოდ ქმედებით არ ხდება დამცირება, სიტყვითაც ხდება. სასამართლო იქნება უმკაცრესი ყველა შემთხვევაში. არაერთი მოწმე გამოიკითხა. ყველამ თქვა, რომ არასოდეს შეშლია გიგა ავალიანს ქცევის წესი - იყო მითითებები, რომ ახალგაზრდა პედაგოგს რამე არასასურველი კომუნიკაცია ჰქონდა მოსწავლესთან. საქმის მასალებით ეს არ დგინდება", - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, დააკავეს დედა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, იძებნება მამა - ისიც საქართველოს მოქალაქეა - პოლონური მედია
ამირან სალუქვაძე: 9 აპრილის მემორიალთან პოლიტიკური პროვოკაციები, ბილწსიტყვაობა, აქციები ვერ მართლდება ვერანაირი არგუმენტებით. თუმცა, იმ აკაცუკებს რაზე უნდა ესაუბრო, ვინც 9 აპრილის მემორიალზე ფეხებით ადის და ტინგიცობს?!
,, ყოველივე, რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, მთელი პროცესების განმავლობაში და არც საბოლოო სიტყვებში სინანული არ მოგვისმენია ''- გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა
სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
დააკავეს პირები, რომელთაც გარდაცვლილი სტუმრის ცხედარი ტყეში დატოვეს - შსს
2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი პატიმრობაში რჩება
შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის მერიის თანამშრომელი დააკავა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს: ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აფგან სადიგოვზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
„რეზონანსი“: „ჯაშუშებზე ნადირობა“ თუ დაკავება „ყალბი დოკუმენტის გამო“ - რა იკითხება სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა
პროკურატურამ ქრთამის აღებისთვის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა -სუს-ი