37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

 

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

 

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

 

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

 

37 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია - 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი - 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი - 15 წლის; ნატო გიორგაძე - 23 წლის; თამუნა დოლიძე - 28 წლის; თინა ენუქიძე - 70 წლის; ნინო თოიძე - 22 წლის; ზაირა კიკვიძე - 61 წლის; მანანა ლოლაძე - 34 წლის; თამარ მამულაშვილი - 50 წლის; ვენერა მეტრეველი - 45 წლის; მამუკა ნოზაძე - 21 წლის; ნანა სამარგულიანი - 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი - 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი - 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი - 25 წლის; თამარ ჭოველიძე - 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი - 40 წლის; მზია ჯინჭარაძე - 43 წლის; მანანა მელქაძე - 26 წლის და გია ქარსელაძე - 25 წლის.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა