გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია და გაერთიანებული ერი, მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს -ანდრია ჯაღმაიძე
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ეს წლები წარუშლელია მათთვის, ვინც იმ დღეებს შევესწარით, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ დღეებში, ერთი მხრივ, იყო უდიდესი ტრაგედია და, მეორე მხრივ, გაერთიანებული ერი, ერთმანეთის მანუგეშებელი ხალხი და ერთმანეთის ჭირისუფალი.
„ეს დღეები ძალიან მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეებს, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა და ერთმანეთის ჭირისუფალი იყო. თან იყო მწუხარება, მაგრამ იყო პატრიარქის დანატოვარი ძალიან დიდი იმედი, რომ პატრიარქის მიერ დაწყებული მიზნები იქნებოდა მიღწეული ერთობით და სიყვარულით. დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ 9 აპრილს გარდაცვლილთა სულები, ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე. აღდგომამდე წინ ასევე გვაქვს მსახურებები, მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ახლა მთავარი ყურადღება ეკლესიაზეა", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კითხვაზე, არაერთხელ თქვით, რომ ირაკლი კობახიძეს სთხოვეთ პატიმრების შეწყალება, გათავისუფლება, კიდევ გაქვთ თუ არა ამ მიმართულებით მცდელობა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა: „არ გამოვრიცხავთ, შემდგომში კიდევ გვქონდეს ამაზე რაიმე საუბრები".
„ახლა ისეთი დღეებია, წინ გვაქვს ჩასატარებელი სინოდი, გაფართოებული კრება. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც. შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება, ერთსა და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ, შეიძლება განგვეღოს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება პატრიარქის არჩევის საკითხს, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მღველმთავრებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და მოსაზრება, მთლიანი მიზანია, ახალი პატრიარქის გამორჩევის საკითხი მშვიდობით და სიყვარულით იყოს მიყვანილი ბოლომდე.
„ამ დღეებში ყურადღება გვაქვს ლოცვაზე, მსახურებაზე, ერთობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მღველმთავრებს, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დამოკიდებულება და მოსაზრება, მთლიანი მიზანია, მშვიდობით და სიყვარულით იქნეს მიყვანილი ბოლომდე ახალი პატრიარქის გამორჩევა, რაც აუცილებლად იქნება ერთსულოვნებით და სიყვარულით შენარჩუნებული. იქნება სხვადასხვა აზრი გამოთქმული, თუმცა რაც მთავარია, ერთობაზე ყველას აქვს ძალიან დიდი მონდომება", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წელს საპატრიარქოს ექნება სააღდგომო ეპისტოლე, რომელიც, სავარაუდოდ, მოსაყდრის, მეუფე შიოს (მუჯირი) ეპისტოლე იქნება.
მსგავსი სიახლეები
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმში იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე სამედიცინო საზოგადოებასა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისს სულის შაბათია, მიცვალებულთა ხსენების დღე - ლოცვა, რომელიც უნდა წავიკითხოთ
30 მაისის ამინდის პროგნოზი
გარეთ უორდი - მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შევხვდი მეუფე იაკობს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Fast Track სერვისი ამოქმედდა
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მაისიდან
ბექა მიქაუტაძე: "მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს"
გივი მიქანაძემ ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი ისეთი რამ კეთდება, რაც, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მიხედვით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის, შეიძლება, სასარგებლო იყოს
მიხეილ სარჯველაძე - პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საგანგაშო დასკვნების გამოტანის მიზეზი არ არსებობს, თუ გამოიკვეთება მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული
"ვაიზერი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
ცესკომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი-გარემოს ეროვნული სააგენტო
ვაზისუბანში 2008 წლის ომში დაღუპული გმირის, ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
გივი მიქანაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, პირველი სემესტრის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება მეორე-მეექვსე კლასებისთვისაც