მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად, 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად.
მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.
„გვქონდა ასეთი მოცემულობა - ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იმავე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.
2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.
ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდათ ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან - მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მსგავსი სიახლეები
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა
დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისის ისტორია
26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
თავისუფლების იდეა ქრისტიანობის ერთ-ერთი უპირველესი იდეაა, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო თავისუფლების სულისკვეთების მებაირახტრე - მეუფე დანიელი
26 მაისის ამინდის პროგნოზი
შალვა პაპუაშვილი - აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!
ცესკოს თავმჯდომარე ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
"მომავლის ხმა"-სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
მადრიდში Fuente de Cibeles-ის შადრევანი საქართველოს დროშის ფერებში განათდება
25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
25 მაისის ამინდის პროგნოზი
მთავრობის დადგენილებით, ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ
თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეზღუდულია
,,ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა სომხეთიდან ექსპორტ-იმპორტისთვის უკვე ღიაა და მადლობა ქართველ და თურქ პარტნიორებს''- ნიკოლ ფაშინიანი
დღეს მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ხსენების დღეა