"ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, ის ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები"-დონალდ ტრამპი უნგრელებს მიმართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.
„2026 წლის 12 აპრილი, კვირა, არჩევნების დღეა. გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია, მას აქვს ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის. ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს უნგრეთის დიდებულ ხალხს. მე მას ბოლომდე ვგულშემატკივრობ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანი ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია, შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოს.
„უნგრეთის უაღრესად პატივცემული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ნამდვილად ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელსაც ფენომენალური შედეგების მიღწევის დადასტურებული გამოცდილება აქვს. ის დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, ისევე როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს შრომობს უნგრეთის დასაცავად, ეკონომიკის გასაზრდელად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და კანონისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ჩემი ადმინისტრაციის დროს სანახაობრივი მიღწევები მოიპოვა, დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის წყალობით. მოუთმენლად ველი მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა ჩვენმა ორივე ქვეყანამ შეძლოს წარმატებისა და თანამშრომლობისკენ მიმავალ ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა. მე ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს ხელახლა არჩევნებში დავუჭირე მხარი და ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ ამის გაკეთება“, – წერს ტრამპი.
მსგავსი სიახლეები
"ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, რითაც დიდ სამსახურს ვუწევთ მთელ მსოფლიოს" - დონალდ ტრამპი
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა
ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
დონალდ ტრამპი - აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს
"ჰეზბოლამ" ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს
პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
"ეს გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს" - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა
ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს-Reuters
დონალდ ტრამპი - აშშ თავის სამხედრო ხომალდებს საუკეთესო იარაღით ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
The New York Times-მა დაადასტურა ირანში 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ – ტრამპის პოსტი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მალე გაფორმებას არ გამორიცხავს
მყიფე ზავი ახლო აღმოსავლეთში
"ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელის წინააღმდეგ "ბოლო ამოსუნთქვამდე“ ბრძოლის პირობას დებს - CNN
ჯეი დი ვენსი - მოუთმენლად ველოდებით ირანთან მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ის პოზიტიური იქნება
ვლადიკავკაზში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა. დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი აშშ-ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლა
"ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, ის ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები"-დონალდ ტრამპი უნგრელებს მიმართავს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ