მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.
გოჩა ლორიას კარიერა 1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში" დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „75"-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომლებიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები", „დრო სათაყვანო" და სხვ.).
80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში" მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთ ქორწილში" ერთ-ერთი მთავარი - ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.
გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).
მსგავსი სიახლეები
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია?
გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია და გაერთიანებული ერი, მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს -ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო-უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავეს
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად იკრიბებიან
წვიმა და ძლიერი ქარი! - 9 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე - ტროპარი,კონდაკი
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდა
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული
ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა: მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა
აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა, წინასწარი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრის მხრიდან სარემონტო სამუშაოების არასწორი შესრულებით არის გამოწვეული -მთაწმინდის რაიონის გამგეობა