The New York Times-მა დაადასტურა ირანში 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება
იმ ფონზე, როდესაც მყიფე ზავი ძალაში შედის, ირანი აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებს, რომელმაც ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მძიმე დაღი დაასვა. The New York Times-მა დაადასტურა 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება, რაც ომის განმავლობაში მიყენებული საერთო ნგრევის მხოლოდ მცირე ნაწილია.
ნგრევის მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, ვიდრე ეს The Times-ის ანალიზშია ასახული. ირანის „წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოებამ - ქვეყნის მთავარმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ - 2 აპრილს განაცხადა, რომ ომის დროს, სულ მცირე, 763 სკოლა და 316 სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა.
The Times-მა დაზიანებები მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული ფოტოების გამოყენებით და სახელმწიფო მედიისა თუ სოციალური ქსელების ვიდეომასალების გადამოწმებით დაადასტურა. ანალიზი შემოიფარგლა მხოლოდ იმ სკოლებითა და სამედიცინო დაწესებულებებით, რომლებიც 28 თებერვალს - ომის პირველ დღეს - ან მის შემდეგ დაზიანდა.
The Times-ის ანალიზი აჩვენებს, რომ დაზიანებები ხშირად მჭიდროდ დასახლებულ უბნებზე მიტანილმა დარტყმებმა გამოიწვია - განსაკუთრებით თეირანში, რომელიც ისეთივე მჭიდროდ არის დასახლებული, როგორც ნიუ-იორკი.
The Times-მა ვერ შეძლო სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დაღუპულთა საერთო რაოდენობის დადასტურება. უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მონაცემებით, სამშაბათის მდგომარეობით, ირანში, სულ მცირე, 1 701 სამოქალაქო პირია მოკლული. მათ შორის არიან სტუდენტები, მასწავლებლები და სამედიცინო სფეროს მუშაკები.
The Times-ის მიერ შესწავლილ შემთხვევათა უმრავლესობაში, დარტყმის მიზანმიმართული სამიზნე გაურკვეველი იყო. ზოგჯერ სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები ახლომდებარე დარტყმების შედეგად ზიანდებოდა, სხვები კი პირდაპირი თავდასხმის ობიექტი გახდა. ყოველთვის არ იყო შესაძლებელი იმის დადგენა, დარტყმები აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ იყო განხორციელებული თუ ისრაელის.
მსგავსი სიახლეები
"ახლა ჩვენ ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, რითაც დიდ სამსახურს ვუწევთ მთელ მსოფლიოს" - დონალდ ტრამპი
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა
ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი
დონალდ ტრამპი - აშშ არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს
"ჰეზბოლამ" ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს
პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს
"ეს გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს" - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა
ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს-Reuters
დონალდ ტრამპი - აშშ თავის სამხედრო ხომალდებს საუკეთესო იარაღით ავსებს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშლება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
The New York Times-მა დაადასტურა ირანში 22 სკოლისა და 17 სამედიცინო დაწესებულების დაზიანება
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ – ტრამპის პოსტი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ
ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მალე გაფორმებას არ გამორიცხავს
მყიფე ზავი ახლო აღმოსავლეთში
"ჰეზბოლას“ ლიდერი ისრაელის წინააღმდეგ "ბოლო ამოსუნთქვამდე“ ბრძოლის პირობას დებს - CNN
ჯეი დი ვენსი - მოუთმენლად ველოდებით ირანთან მოლაპარაკებებს, ვფიქრობ, ის პოზიტიური იქნება
ვლადიკავკაზში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა. დაშავდა 14 და დაიღუპა 1 ადამიანი
ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კამალ ხარაზი აშშ-ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლა
"ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, ის ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, დაუღალავად იბრძვის და უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი, როგორც მე ამერიკის შეერთებული შტატები"-დონალდ ტრამპი უნგრელებს მიმართავს
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ