წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიცია ეკლესიის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კოორდინაციით კვირების განმავლობაში ემზადებოდა.
ცეცხლის გარდამოსვლის დროს ეკლესიის ტერიტორიაზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება განლაგებული, რომელთა მთავარი ამოცანა უსაფრთხოების დაცვაა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, როგორც იცით, ისრაელი იყო ირანის რეჟიმის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების იერიშის ქვეშ. დღეს კი წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, რომელიც შეზღუდულ ფორმატში უნდა გამართულიყო, სრული მასშტაბით იმართება. ისრაელის პოლიცია კვირების განმავლობაში გადიოდა მზადებას ეკლესიის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით. ადგილზე პოლიციის ასობით თანამშრომელი იქნება, რომლებიც აქ მყოფებს დაიცავენ და უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, ღონისძიებამ უსაფრთხოდ ჩაიაროს და ყველამ ისიამოვნოს", - აცხადებს ისრაელის პოლიციის წარმომადგენელი დინ ელსდანი.
ცნობისთვის, წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა განსაკუთრებულ ვითარებაში იმართება, ირანთან ომის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლახან გამოცხადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მოიხსნა, რამაც მისი სრული მასშტაბით ჩატარება გახადა შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დიდი შაბათი - იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე
11 აპრილის ამინდის პროგნოზი
რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის
მეუფე შიო -უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი და მაცხოვრის დატირება შესრულდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია?
გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია და გაერთიანებული ერი, მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს -ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო-უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავეს
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან