მეტრო დღეს, 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

 

აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილისთვის კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნა. 

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა მერაბ მამულაშვილმა, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა: 

"დღეს, 11 აპრილს 24:00 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 04:00 საათამდე. ამასთან, 11 აპრილის 23:00 საათიდან, გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო.

აღნიშნულის გარდა, 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 ჩათვლით იმოძრავებენ და ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით მომსახურება უფასო იქნება.

"დიდუბის" ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება, როგორც მუხადგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება მეტროსადგური „სარაჯიშვილიდან".

კუკია-მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება, როგორც სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან.

ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო „ვარკეთილიდან", ასევე მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.

ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლებაა. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ „დელისიდან" იმოძრავებენ,"- აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსი მერაბ მამულაშვილი. 

 

 





მსგავსი სიახლეები
მეტრო დღეს, 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დიდი შაბათი - იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე
11 აპრილის ამინდის პროგნოზი
რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის
მეუფე შიო -უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი და მაცხოვრის დატირება შესრულდა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება
მომღერალი გოჩა ლორია გარდაიცვალა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საიდან მოდის სააღდგომო კვერცხის შეღებვის ტრადიცია?
გვახსოვს ეს დღეები - უდიდესი ტრაგედია და გაერთიანებული ერი, მაგონებდა პატრიარქის გარდაცვალების დღეს -ანდრია ჯაღმაიძე
მეუფე შიო-უნდა გვესმოდეს, რა არის ნამდვილი თავისუფლება, რომელიც საწინდარი იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ეს არ არის, მხოლოდ ის აკეთო, რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ის, რაც მართებული, საჭიროა
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთი პირი დააკავეს
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ